ბედისწერის გეგმის შექმნის მექანიზმი
კაცობრიობამ XXI საუკუნეში შეაბიჯა. საუკუნეში, რომელიც ხასიათდება მეცნიერულ ტექნიკური პროგრესის მიღწევების მაღალი დონით. მაგრამ მიუხედავად ამისა,შედეგი ვერ იქნა მიღებული ისეთი, როგორსაც საზოგადოება იმედოვნებდა. კერძოდ: ვერ იქნა აღმოფხვრილი ადამიანებს შორის ჩაგვრის მექანიზმის ფუნქციონირება; ვერ მოხდა საყოველთაო დონეზე შრომის შემსუბუქება; ვერ დაიძლია უკურნებელ სენთა არსებობა; ვერ მოხერხდა სტიქიურ მოვლენათა წინასწარ ამოცნობის ცოდნის მოპოვება, მათი გამომწვევ მიზეზთა საფუძველში ვერ წვდომის გამო. ხოლო ყველაფერი კი იმით დაგვირგვინდა, რომ მსოფლიო მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ნერვოზული მდგომარეობის იმ სტადიამდე მივიდა, როცა აფექტამდე ერთი ნაბიჯიღაა დარჩენილი. ამიტომაც კატასტროფული დონის ნიშნულამდე ავიდა მკვლელობათა, თვითმკვლელობათა და ერთი შეხედვით „უმიზეზოთ“ გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევები. ყოველივე ეს კი ადასტურებს იმას, რომ თანამედროვე პერიოდს არ შეიძლება ეწოდოს ცივილიზაციის მაღალ დონეზე მყოფი ეპოქა. ვინაიდან ნამდვილი ცივილიზაციის მახასიათებელი ნიშანი არც დაავადებულ კაცობრიობას გულისხმობს და ამასთანავე არც მკვეთრად გამოხატული დისბალანსის არსებობის დაშვებას. რადგანაც ეს სამყარო ისეთ პრინციპზეა დამყარებული, რომ ადამიანთა შორის მკვეთრად გამოხატული უთანასწორობის შედეგად კაცობრიობა იმკის მეტად სავალალო შედეგებს!!! ამიტომ აუცილებლობა მოითხოვს, რომ საყოველთაოდ გასაგონად იქნას გაცხადებული ის სინამდვილე, რაც მომავალი კი არა, არამედ უკვე აწმყო ხდება და ის შემდეგია:
ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები არაფერია იმასთან შედარებით, რის წინაშეც დროის მსვლელობა დააყენებს ადამიანებს. რომელი პრობლემებიც უკვე ყოველდღიურად მზარდნი გახდებიან როგორც მასშტაბურად, ისე სახეობრივადაც. რაც აუცილებლად წარმოშობს იმის საჭიროებას, რომ რადიკალური ღონისძიებები იქნას მიღებული შექმნილი სიტუაციიდან გამოსასვლელად. რისი მიღწევაც ვერანაირი ძალისხმევით ვერ მოხერხდება, გარდა იმ სათანადო ცოდნით ხელმძღვანელობისა, რომელიც მხილებული ჭეშმარიტებაა და მას ღვთიური სიბრძნე ჰქვია. ამ ცოდნის მიღებით ადამიანი შესძლებს სათანადოდ შეაფასოს ის ძალა, რომლითაც მას ხელმწიფება მიენიჭა დედამიწაზე და რომელ ძალასაც ის იძენს იმ ცოდნის ფლობის საფუძველზე, რომელსაც ღვთიური სიბრძნით აღჭურვა ჰქვია. თანახმად კანონებისა: „უფალმა სიბრძნით დააფუძნა დედამიწა და გონებით განამტკიცა ცა“ (იგავები 3-19) და „რომ სიტყვით შეიქმნა ყოველივე და უიმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილია. სიტყვა იყო ღმერთთან დასაწყისში და სიტყვა იყო ღმერთი. მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი“ (იოანე 1-1/5). მაშასადამე ღმერთს ეს წუთისოფელი სიტყვის ძალაზე დაუმყარებია. რომელ ძალაშიც ნაგულისხმებია სიტყვათა იმ მნიშვნელობების ძალა, რომელი წოდებანიც დაფიქსირებულია ადამიანის სულის გონებაში. ხოლო თავად ძალა კი დაქვემდებარებულია კოსმიური ველის მიზიდულობას.
ბედნიერი ცხოვრებით განვლა სასიცოცხლო პერიოდისა – ეს არის თითოეული ადამიანის სურვილი. ხოლო რაც შეეხება მცნება ბედნიერებას, მასში თავისთავად იგულისხმება მატერიალური კეთილდღეობა და მით უფრო კი სულიერად სიმშვიდეში ყოფნა ანუ შიშისაგან გათავისუფლება. მაგრამ სამწუხაროდ რეალობა ის არის, რომ ასეთ მდგომარეობაში ყოფნით არავის განუვლია თავისი სასიცოცხლო წლები. რაშიაც ცხადია, რომ დამნაშავე მხოლოდდამხოლოდ თავად ადამიანია. რადგანაც ღმერთის მიერ მისთვის შექმნილი სამყარო იმგვარად მიიღო, რომ უარი თქვა იმ ინსტრუქციის შეცნობასა და თავისთავად მის შესრულებაზეც, რომელიც საიმისოდ შეუქმნა შემქმნელმა და გონებაშიც ჩაუწერა, რომ მას უპრობლემო ცხოვრებით ეცხოვრა ამ გარემოში. ეს ინსტრუქცია, რომლის მომცველიც გონებაა და სულთან ერთად ეძლევა ყოველ ადამიანს, არის ის კანონები, რომელნიც წარმოდგენილი არიან ბიბლიის სიბრძნეთა სახით. ამ კანონთა გონებიდან გამოტანა და წერილთა სახით დაფიქსირება კი მოახერხა იმ გონიერმა წინაპრებმა, რომელთაც შესძლეს ისე ცხოვრება, რომ მათმა აზროვნებამ გონებამდე წვდომა შესძლო. თუმცა მას შემდეგ კაცობრიობამ ისე განაგრძო ცხოვრებისეული გზა და დღემდეც ისე მოვიდა, რომ შეგნებით შეცნობილი ვერ იქნა ადამიანთა მიერ იმის ცოდნა, ამ კანონთა განსჯით რომ მოქმედებენ სამყარული კანონზომიერებები და ახორციელებენ ამ სამყაროს მართვას ისე მოწესრიგებულად, რომ არანაირი შემთხვევითობის დაშვებას არა აქვს ადგილი. ასევე თავისთავად ცხადია ის ფაქტიც, რომ ადამიანთა ბედისწერის განგებაც ამ კანონთა ფუნქციონირებას ექვემდებარება.
როგორც მოგახსენეთ რეალობა ასეთია: კაცობრიობა ისე მოვიდა მისთვის საარსებოდ გამოზომილი პერიოდის ბოლო ჟამამდე, რომ შეგნებით არ შეუცვნია ცოდნა ბედისწერის მექანიზმის შესახებ. ამიტომაც შეიქმნა კიდეც უამრავი პრობლემები და წლებიც მათთან ჭიდილს შეალია. რის გამოც უმეცრების დროებად შეუფასა ღმერთმა ადამიანთა მოდგმას ის პერიოდი, რომელიც დასაბამიდან აქამდე დროს მოიცავს. მართლაცდა განა უმეცრება არ არის, როცა გამზადებული სრულყოფილება წინ გიდევს და შენ კიდევ აღზევებული ამბიციის გამო არ ღებულობ მას და რაღაც სხვა გზებს ეძიებ?! თხრი მიწას, ფრენ ცაში, გადიხარ კოსმოსში, ჩადიხარ ზღვისა და ოკეანეების სიღრმეებში – მაგრამ მაინც ვერ აღწევ იმას, რომ არა თუ ამ სამყაროს რაიმე გაუგო, არამედ თვით საკუთარ ფენომენსაც კი. მაშინ როცა არცერთი ეს წვალება არ გჭირდება. აიღე ბიბლია, შეიმეცნე და კარგად გაერკვიე მის კანონებში და დაიცავი ისინი. დანარჩენი კი თავისით მოვა, რადგან შენი აზროვნება გონებას მიუახლოვდება და მასთან დამოყვრებასა და თანამშრომლობას გადაწყვეტს. რისი სისრულეში მოყვანის შემდეგაც შესაძლებელი გახდება ჭეშმარიტ ცოდნაზე წვდომა.
უმეცრების დროების მოღვაწეობით მიღებულმა შედეგებმა უკვე იმ ზღვარს მიაღწია, რომ მისი დასრულების აუცილებლობის საკითხი დადგა. წინააღმდეგ შემთხვევაში კაცობრიობა ვეღარ გააგრძელებს არსებობას. გამოსავალი მხოლოდ ერთია და იგი სიბრძნისაკენ მობრუნებაა. მაგრამ მის შესრულებას ადამიანები ვერ შესძლებენ სათანადო დახმარების გაწევის გარეშე; და სწორედ ამ მისიის აღსრულებას ემსახურება ის მოღვაწეობა, რომლის შემსრულებლადაც უფალმა ჩემი შერჩევა ინება.
ბიბლია აცხადებს ასეთ ცნობას: „პირველად რაც ჩაწერეთ, საჯაროდ გააცხადეთ. წაიკითხონ ღირსეულებმა და უღირსებმაც. უკანასკნელი 70 კი შეინახეთ, რათა გადასცეთ თქვენი ხალხის ბრძენებს. ამაშია შემეცნების ძარღვი, სიბრძნის წყარო და ცოდნის მდინარე“ (II ეზრა 14-44/46). როგორც ამ კანონიდან არის მისახვედრი, ბიბლიის წაკითხვას ყველა შესძლებს, მაგრამ „უფალია ჩვენი სიმართლისას“ კი მხოლოდ გონიერი გენის მემკვიდრენი. ამიტომ ვაგრძელებ ცოდნის გაზიარებას მათთვის, რადგანაც ეს არის ის, რისი მიღების გარეშეც მათი სიცოცხლე ვერ გაგრძელდება. რამეთუ კაცობრიობამ რომ იარსებოს, საამისოდ აუცილებლად სიბრძნის დროის დადგომაა საჭირო!!!
„უფალს ახსოვს მარადის აღთქმა, თავისი სიტყვა რომ დაადგინა 1000 თაობამდე“ (ფსალმუნები 104-8). ეს კანონი იუწყება იმას, რომ გონიერების მისაღებად დადგენილ საკაცობრიო გენეტიკის განვითარებას, რომელიც ხორციელდება ადამიანის აზროვნების წვრთნის ევოლუციური გზით, ესაჭიროება გენეტიკური 1000 თაობის ცვლა. აქ კი აუცილებელია აღნიშვნა იმ ფაქტისა, რომ ბიბლიურ „თაობათა ცვლაში“ არ იგულისხმება ის თაობათა ცვლა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ მას და ვრცელდება ასე: მშობლები, შვილები, შვილიშვილების სახით. არამედ ბიბლიის ეს ტერმინი ითვლის ღვთიური გენის თაობათა ცვლას. მისი მსვლელობის პროცესის ამსახველი სქემების ხილვა მსურველს შეუძლია წიგნში „ადამიანის გენეტიკა კაცობრიობის დასაწყისიდან, მის დასასრულამდე“. ბიბლიით გაცხადებული ამ 1000 თაობის მისაღებად გათვლილ დროს კი შეესაბამება დაახლოებით 10 000 წლამდე პერიოდი. თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს იმის შესახებაც, რომ დაშვებულია „რჩეულთა გულისთვის შემოკლება ტანჯვის ამსახველი დროისა“ (მათე 24-22). რომელი „შემოკლების“ ამსახველი სურათიც გენეტიკურ სქემებში თვალსაჩინოდ არის კიდეც გამოკვეთილი. ხოლო რაც შეეხება გენეტიკის მიმდინარეობის არსს, მასზე შემდეგის თქმა შეიძლება: მართალია სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვაა ადამიანთა რაოდენობა, მაგრამ სულის ხვედრითი წონა კი მუდმივია!!! ხოლო რაც შეეხება რიცხოვნულ ზრდას, ის ხორციელდება სულით დაცემულთა სიმრავლის ხარჯზე და ამიტომაც რაოდენობრივი სხვაობა არ მოქმედებს სულის ხვედრით წონაზე და ის ყოველთვის მუდმივი სიდიდეა დედამიწური გარემოს ბალანსის შესანარჩუნებლად.
რაც შეეხება ხსენებულ „შემოკლებებს“, მისი განხორციელება ხდება დაცემული სულის გაზრდილი სიდიდის შემცირებით. რისთვისაც სხვადასხვა ხერხები არის დადგენილი სამყაროს პროგრამაში და მოთხოვნისდა შესაბამისად ხდება მათი ამოქმედება. ვინაიდან და რადგანაც კაცობრიობა უკვე იმყოფება მისთვის გათვლილი ჟამიანობის ბოლო პერიოდში, ამიტომ აღსრულებაში მოვიდა კანონი: „დაუძლურდა სიბერისაგან წუთისოფელი და ამიტომ უფრო და უფრო გამრავლდა მის მკვიდრთა შორის ბოროტებანი“ (III ეზრა 14-16). დღეს რომ ეს ცნობა რეალურ ფაქტებად არის უკვე წარმომდგარი, ამის დანახვა არ არის შეუძლებელი. ვინაიდან სახეზეა ყველა ის გადაგვარებანი, რაც ამ დაცემულ სულთა მქონეებზეა ცნობილი და ის შემდეგია: „ამაო გახდა მათი გონება და დაუბნელდათ უმეცარი გული. თავიანთ თავს ბრძენებს უწოდებენ და გამოსულელდნენ. და რაკი არ სცდილობდნენ ცოდნით ჰყოლოდათ ღმერთი, ამიტომ ისინი გადაცემულნი იქნენ უკუღმართ გონებას დაუწესებლის საკეთებლად. რის გამოც აღვსილნი არიან ყოველგვარი უსამართლობით, ბოროტებით, ანგარებითა და სიავით. სავსენი შუღლითა და შურით, მკვლელობით, ვერაგობით, უზნეობითა და მაბეზღარობით. ცილისმწამებელნი, ღვთის მოძულენი, შეურაცხმყოფელნი, ამპარტავანნი, მშობლების ურჩნი, უგუნურნი, ვერაგნი, მიუნდობელნი, უყვარულნი და ულმობელნი. იციან მათ ღვთის სამართალი, რომ ამის მოქმედნი სიკვდილს იმსახურებენ. მაგრამ არა მარტო აკეთებენ ამას, არამედ გამკეთებელსაც კვერს უკრავენ“ (რომაელთა 1-18/32). ხოლო რაც მოჰყვება ამ რეალობის შედეგებს, ბიბლია ამასაც იუწყება და აი, კაცობრიობამ შეაბიჯა კიდეც „არმაგედონის“ფაზაში. საიდანაც უკან ვეღარ მობრუნდება და ამიტომაც იძულებულია, რომ უნდა გადალახოს იგი.
მოკლედ რომ ითქვას, სინამდვილე ასეთია: ნებისმიერი ცხოვრებისეული ეპიზოდის შედგენა ხდება იმ ქმედებათა განსჯის შეჯამების ფონზე, რომელ ქმედებასაც პიროვნება სჩადის ენისა თუ ხელისმიერი შესრულებით. სამოქმედო ასპარეზს კი ინდივიდუალური გენეტიკური კოდი მოუნიშნავს პიროვნული შესაძლებლობის არეალისდა მიხედვით. რისი გამოვლინებაც შემდეგ პარამეტრებს ემყარება: ნიჭთა სახეობასა და ზომას, ფესვი გენის სახეობას – რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს იმაზე თუ საითკენ იქნება მიდრეკილება: ბოროტებისკენ თუ სიკეთისაკენ.
ადამიანისაგან ჩადენილი ნებისმიერი ქმედება, სამყაროს კანონზომიერებების მიერ მიკუთვნებული არის ან ღვთის წყალობის მოსამკელ და ანდა ღვთის რისხვის მოსამკელი განაჩენს. წყალობის ან რისხვის სახეობა კი მიიღება იმ რიცხვის შესრულების შესაბამისად, რომელიც ყოველ სიტყვას დადგენილი აქვს ქმედებაში გადასასვლელ რიცხვად და არის 144 000-ის ეკვივალენტი. რომელსაც ბიბლიურად „ამინი“ ჰქვია. რაც შეეხება ბედისწერის გეგმის შედგენის საიდუმლოს ამოხსნას, მის გასაგებად უპირველეს ყოვლისა საჭიროა განისაზღვროს დღე-ღამის ის დრო, როცა ტვინი იღებს ინფორმაციას ბედისწერის გეგმისათვის. რომელი ინფორმაციაც სხვა არა არის რა, თუ არა ნაფიქრისა და ნამოქმედარის აღწერა. რომელიც ფიქსირდება ჰემისფეროების ქერქის შესამეცნებელ განყოფილებაში. თუკი მოხდება გამოთვლა იმისა თუ საშუალოდ რამდენი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია ადამიანს სიფხიზლის პერიოდის მომცველ დროში – ეს რიცხვი იქნება „ამინამდე“ მისაღწევი რაოდენობრიობის გამომსახველი რიცხვი. ხოლო თვით ინდივიდუალური გენეტიკური კოდი კი არის რიცხვი, რომელიც სამმაგად განიშლება და მისი ერთეული – პირადულ 144 000-ს გულისხმობს, ათეული – პროფესიულ მოღვაწეობის 144 000-ს, ხოლო ასეული კი – ღმერთისადმი რწმენის 144 000-ს. შემდეგ აქედან კი უნდა დადგინდეს სხვა მაჩვენებლებიც, რომლებიც წარმოადგენენ: პიროვნების სულიერ მიმართულებას, ოდენობასა და კატეგორიას.
კატეგორია განიმარტება შემდეგი კანონით: „ვინც რითი შესცოდავს, იმით დაისჯება“ (სიბრძნე სოლომონის 1-12); და პირიქით: „ყველა ვინც სიკეთეს სჩადის, მასვე მიიღებს“ (ეფესელთა 6-8).
ოდენობა კი ამ კანონით: „რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ და მოგემატებათ“ (მარკოზი 4-22). „ვინაიდან რასაც დასთესს კაცი, მასვე მოიმკის“ (გალატელთა 6-5).
მიმართულებას კი კატეგორია და ოდენობა განსაზღვრავენ შემდეგნაირად: შეცოდება დასჯადია და მისი ჩადენით ძალა სატანური მიმართულებით აქტიურდება, ანუ ბოროტებას გამოსახავს. ხოლო კანონის დაცვა კი – დაჯილდოებადი და ღვთიური ძალის მიმართულებით აქტიურდება, ანუ სიკეთეს გამოსახავს.
ახლა კი მინდა მიმართვა გავაკეთო იმ კატეგორიის მიმართ, რომელნიც ცოდნის მიღების შემდეგ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომ ჭეშმარიტ რწმენას დაექვემდებარონ. გაფრთხილებთ, რომ ეს უდიდესი პასუხისმგებლობის აღებას ნიშნავს. ამიტომ კარგად დაფიქრდით თქვენს გადაწყვეტილებაზე და ისე გადადგით ნაბიჯი, რადგან ასეთი კანონია დაწესებული ამ შემთხვევაზე: „თუ ფესვი წმიდაა, მაშინ რტოც! ხოლო თუ ზოგი რტო გადატყდა და შენ ველურო ზეთის ხილო დაემყენი მათ ადგილას და გახდი ზეთისხილის ფესვისა და წვენის თანაზიარი, ნუ იამპარტავნებ რტოთა წინაშე. ხოლო თუ იამპარტავნებ, იცოდე შენ კი არ გიკავია ფესვი, არამედ ფესვს უკავიხარ შენ. შენ იტყვი: რტოები გადატყდნენ, რათა მე დავეყრდნოო. კეთილი, ისინი გადატყდნენ, ვინაიდან არ სწამდათ. შენ კი დგახარ რწმენით. მაგრამ ნუ გაამაყდები, არამედ იფრხილე. რადგან თუკი ღმერთმა არ დაინდო ბუნებრივი რტოები, შენც არ დაგინდობს“ (რომაელთა 11-16/20).