გაზიარება

 ბედისწერის განგება სამყაროს იმ კანონთა აღსრულებით ხდება, რომლის გამომთხოვიც თავად ადამიანია. რადგან მას შემქმნელისაგან ბოძებული აქვს თავისუფალი ნება იმისა, რომ თვითონ მართოს საკუთარი ბედისწერა; და ეს მანაც კარგად იცის. თუმცა რადგანაც საჭირო ცოდნას ვერ ფლობს იმ პრინციპის თაობაზე, რითაც ბედისწერა განიკარგება; ამიტომ ვერ ახერხებს სურვილისდაშესაბამისად მის მართვას.

მათთვის დახმარების გასაწევად: ვინც ცდილობს, რომ ტანჯული ცხოვრება ბედნიერით შეიცვალოს – ვეცდები იმ კანონებისა და წესების შესახებ ცნობების მოწოდებას, რომელთა აღსრულებითაც ხდება ბედისწერის განგება. რისთვისაც აუცილებელია მივმართო ბიბლიას. ვინაიდან ის არის იმ კანონების მომცველი წიგნი, რომელთა მეშვეობითაც ხდება ბედისწერის განგება. რადგანაც ბიბლია შესრულებულია ინტუიციური ენით. ამიტომ იგი კოდირებული წიგნია და მისი სწორად გაშიფვრა შესაძლებელია მხოლოდდამხოლოდ ბიბლიური კოდის მეშვეობით!!! რაც შეეხება ბედისწერის განმკარგავ კანონებს, რომლებიც სიბრძნის კანონთა სახით არიან მიმოფანტულნი მასში – მათი ქმედება ემყარება სარკის პრინციპის წესს. რომლის არსიც შემდეგში მდგომარეობს:

ადამიანთა შორის სხვაობანი, აზროვნებისმიერი განსჯით წარმოდგება: გარეგნული იერის, სქესის, უნარ-ნიჭისა და თვისებების მიხედვით. მაგრამ გონებისმიერით კი – მხოლოდ ამ ნიშნის მიხედვით: ღვთის შვილობა და ცოდვის შვილობა. მართალია ადამიანი ღმერთის ქმნილებაა. მაგრამ ღვთისაგან დართულია ნება იმისა, რომ ცოდვათა ჩადენის განსაზღვრული ზღვრის მიღწევისას, დაშვებული იქნას სასჯელთა აღსრულების შემსრულებელ ცოდვის შვილთა არსებობაც. რომელნიც ის კატეგორიაა, თავიანთი ქმედებების საფუძველზე რომ გააღვიძეს და გაიაქტიურეს მემკვიდრული ცოდვილი გენი. რისი წილიც შეიძლება, რომ თავის შვილსაც მოახვიონ თავს. ასეთ ადამიანებს, სამყაროს კანონმდებლობის განსჯით, უწყდებათ კოსმოსიდან სასიცოცხლო ენერგიის მიწოდება და მათი არსებობაც განპირობებული ხდება იმ ენერგიის მიღებაზე, რომელსაც ისინი ითვისებენ იმ ღვთის შვილის წილიდან, რომლის ცდუნებასაც ეს უკანასკნელნი შესძლებენ. ცოდვის შვილთა კატეგორიას ბიბლია მკვდრებად მოიხსენიებს. ვინაიდან მათი არსებობა მთლიანად დამოკიდებულია ღვთის შვილთა მიერ კანონდარღვევის შემთხვევებზე და ამიტომაც ცოდვის შვილებსა და ღმერთს შორის კავშირი გაწყვეტილია!!! ასეთ ადამიანებში სიყვარულის გრძნობა ჩამქრალია და მის ნაცვლად ეგოიზმია გაღვივებული. რისთვისაც ყველა მათ ქმედებას, საფუძვლად ანგარება უდევს. თუმცა შეიძლება, რომ ისინი კეთილობის მრავალსახოვან ნიღბებსაც ატარებდნენ და ამიტომაც მათი ამოცნობა არათუ ძალიან ძნელია, არამედ თითქმის შეუძლებელიც. ღვთის შვილთა მიერ კანონდარღვევათა სიმრავლე პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაში არის ცოდვის შვილთა რიცხოვნობასთან. ხოლო კანონდარღვევის რაც უფრო მაღალი კატეგორიის გამოვლინებებს ექნებათ ადგილი; მით უფრო მეტად აღზევდებიან ცოდვის შვილები და ჯოჯოხეთურ ცხოვრებაში ამყოფებენ მათ ენერგიულ დონორ – ღვთის შვილებს. რადგანაც მღელვარების ნიადაგზე, მათგან მეტი ენერგიის გამოძალვას შესძლებენ.

ასე რომ, როცა გარშემო ისეთი სიტუაციაა: რომ თაღლითნი, ცრუნი, ორპირნი, უსინდისონი და ფარისეველნი განცხრომასა და ფუფუნებაში ცხოვრობენ; ხოლო პატოისანნი კი – გაჭირვებაში. ნურავინ განსჯის ასე: „ღმერთი უსამართლოაო“. ყოველივე ამის მიზეზი ის არის, რომ თავად ადამიანები ამბობენ უარს იმ კანონების შეცნობასა და მათ გააქტიურებაზე; რომელი კანონებიც ღმერთმა მათ დაუწესა საიმისოდ, რომ ბედნიერად ეცხოვრათ და თავიდან აერიდებინათ ყოველგვარი უბედურება.

მინდა პირდაპირ და შეულამაზებლად გაცნობოთ იმ რეალობის შესახებ, რაც რომ დღეს სახეზეა. რისთვისაც შეგახსენებთ იმას, ადამიანი თუ როგორ არაინფორმირებულია თავისი ბედისწერის განაჩენისადმი. განა ვინმეს შეუცვნია მისი სიკვდილის თარიღი? ანდა ის, რატომ დაიმსახურა ის? ან ვინმეს დღეს სცოდნია ხვალინდელი განსაცდელის შესახებ? – ცხადია, არა! მაგრამ თუკი სამყაროს კანონთა მცოდნეობითა და მათი დაცვით იცხოვრებს ადამიანი, მაშინ ღმერთისაგან მას ეძლევა უნარი წინასწარმეტყველებისა და უფალიც ყოველთვის აფრთხილებს მას მოახლოებული მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ და აძლევს მინიშნებას საიმისოდ, რომ აირიდოს უბედურება. ვინმე ამას ახლა დაიჯერებს თუა არა, ეს მისი ნებაა! მაგრამ  ჩემი მოვალეობაა გაცნობოთ ის, რაც სინამდვილეა და მე კი მეცნობა ღმერთისაგან იმიტომ, რომ მან ღირსმყო წინასწარმეტყველად შერაცხვისა. ამის დაჯერება არ გაგიჭირდებათ, თუკი ინებებთ „უფალია ჩვენი სიმართლით“ გადმოცემული ინფორმაციის ჯეროვნად ათვისებას.

რადგანაც ღმერთის პირდაპირი დავალებაა ის, რომ ჭეშმარიტება ქართულ ენაზე გაიშიფროს, ამიტომ უპირველეს ყოვლისა ცხადია ის, რომ ის ჯერ უპირობოდ ქართულ ენაზე მეტყველ ერს ეხება და მერე ნაწილობრივად სხვებს!!! რაც თავის მხრივად იმასაც ნიშნავს, რომ მოსახდენზე პასუხიმგებლობის განმსაზღვრელი წილი, ქართველების ნამოქმედარზე მოდის. ამიტომ სასჯელი იქნება ეს თუ სარგებელი – მათ ბევრად მეტი მიეგებათ, ვიდრე სხვებს. ამჟამინდელი მდგომარეობის მიხედვით, შეუძლებელია იმის შეუცნობლობა, რომ ქართველთა ბედისწერა სასჯელმიგების განაჩენით განიკარგება. რომელი სასჯელებიც უფრო და უფრო მძიმდება; და თუკი ძალიან სწრაფად არ მოხდება ქართველთა მხრიდან სწორი ქმედებების ჩადენა – კატასტროფა გარდაუვალია ძალიან ახლო მომავალში!!! ალბათ იკითხავთ რას უნდა წარმოადგენდეს ეს სწორი ქმედებანიო?! რაზედაც გიპასუხებთ: თქვენი რწმენა და შესაბამისად განწყობაც – სრულიად საპირიპიროა იმისა, რაც ღმერთის საზომით სწორად არის შეფასებული. ხოლო ერისა და ქვეყნის ბედისწერის განგება კი, ერის რწმენით განისაზღვრება!!!

ქართველებო! ღმერთი ასე ამბობს თქვენზე: „ამიტომ განიდევნება ჩემი ხალხი, უგონობის გამო. რადგან სიბნელეს სინათლედ თვლიან და სინათლეს – სიბნელედო“ (ესაია 5-13,20). რაც შეეხება ყოველივეს სწორად დალაგებას, რასაც სინათლის – სინათლედ აღქმა ჰქვია და სიბნელისა კი – სიბნელედ; ეს ცოდნა უკვე წარმოდგენილი გაქვთ „უფალია ჩვენი სიმართლის“ წიგნებით, რომელთა შესახებაც ღმერთმა იერემია წინასწარმეტყველის მეშვეობით გამცნოთ ადრიდანვე (იერემია 23-5,6).

გაფრთხილებთ!!! თქვენს მიერ დამსახურებული არის ღვთის რისხვის განაჩენის ძალიან მძიმე კატეგორიის სასჯელები -ისეთი, რისი მომსწრეც ჯერ კაცობრიობა არ ყოფილა. იმედს ვიქონიებ, რომ „ურემის გადაბრუნებამდე“ შესძლებთ სწორი გზის მოძიებას. თორემ მერე, ვინც ცოცხალი გადარჩება, აუცილებლად რომ სწორ გზას დაადგება – ამას კომენტარის გაკეთება არ სჭირდება!!!