აღსრულება აღთქმულისა
„არის ცაში ღმერთი, საიდუმლოთა განმცხადებელი. რომელიც ამცნობს მის რჩეულს, რა იქნება მომავალში“ (დანიელი 2-28).
„არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, თუ არ გაუცხადა თავისი საიდუმლო თავის მსახურთ, წინასწარმეტყველთ“ (ამოსი 3-7).
. . .
ბედისწერის საკითხებისადმი მძაფრი ინტერესის გამოვლენა ადამიანური აზროვნებისათვის თანდაყოლილი თვისებაა. თუმცა სამწუხაროდ ამ მხრივ მას წარმატებისათვის ჯერ არათუ მიუღწევია, არამედ საფუძვლიანად იმაშიაც კი ვერ დარწმუნებულა, ბედისწერა ნამდვილად არსებობს თუ არა. ბედისწერის მიმართ ამ გაურკვევლობის საფუძველს ის წარმოადგენს, რომ ადამიანი ჯეროვნად ვერ ერკვევა საკუთარი ფენომენის არსში.
„ყოველივეს თავისი დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში“ (ეკლესიასტე 3-1); და როგორც სჩანს, ბედისწერის შესახებ ბურუსით მოცული საკითხების გამომჟღავნებასაც დაუდგა თავისი დროც და ჟამიც. ბედისწერის არსებობის ნამდვილობის რწმუნება არ გაუჭირდებოდა აზროვნებას, მას რომ გონების გზით ევლო. ვინაიდან გონებაში ჭეშმარიტი ცოდნაა ჩადებული. რის საფუძველზეც ცნობილი არის ის, რომ ეს სამყარო ისეთი მთლიანი ერთეულია, რომლის შემადგენლობაში არსებული ნებისმიერი ნიუანსიც ექვემდებარება სამყაროსეულ კანონზომიერულ განკარგვას და ქაოსი გამორიცხულია!!!
მართალია ბედისწერის არსებობის საკითხს ადამიანები ეჭვის ქვეშ აყენებენ, მაგრამ გენეტიკის არსებობისა კი ყველას სჯერა. სინამდვილე კი ამ ორი საკითხის შესახებ ასეთია: რასაც მეცნიერება იკვლევს და მას გენეტიკას უწოდებს, იგი გამომდინარეა სულისმიერი გენეტიკიდან, მისი ნაწილია და განიკარგება საკაცობრიო გენეტიკის კანონით – რაც იგივე ბედისწერის კანონმდებლობაა!!!
ბედისწერის კანონების საყრდენი იმ მცნებათა დაცვაა, რომელთაც ღვთიურ მცნებებად წარმოადგენს ბიბლია. რის თაობაზეც მოგახსენებდით იმას, რომ თუკი ადამიანი არ იცრუებს, არ იქურდებს, არ იმრუშებს, პატივს სცემს მშობლებს და არავის მოკლავს; მაშინ მას აუცილებლად ჩამოუყალიბდება ისეთი თვისებები, რომლებიც მასში აღძრავენ მოყვასისადმი ნამდვილი სიყვარულის გრძნობას. რისი გააქტიურებაც მას ღმერთის მადიდებელ არსებად აქცევს. ასეთი ადამიანის ბედისწერა კი. ყოველთვის მოიმკის ღვთის წყალობას მხოლოდ.
თეორიული მსჯელობიდან გამომდინარე ისე სჩანს, რომ თითქოს არც ისე ძნელი ყოფილა ბედისწერისაგან ღვთის წყალობის მომკა. რომლის მიხედვით ცხოვრებაც სწორედ ის ნანატრი ბედნიერებაა, რის მოპოვებაზეც ყოველი ადამიანი ოცნებობს. თუმცა პრაქტიკულად არც ასე მარტივად არის საქმე. რადგან ადამიანს თუკი სურვილი აქვს იმისა: რომ არ იქურდოს, არ იმრუშოს, პატივი სცეს მშობლებს და არ მოკლას ვინმე – ამას ნამდვილად შესძლებს. მაგრამ ვერ შესძლებს იმას, რომ არ იცრუოს! და ვერ შესძლებს იმიტომ, რომ სამწუხაროდ მან არ იცის ის, რა არის ჭეშმარიტად სიმართლე და რა სიცრუე. ვინაიდან სიმართლით განსჯისას იგი ეყრდნობა საზოგადოებრივი აზრით დადგენილ ან რელიგიით შთაგონებულ იმ წესებს, რაც სიმართლედ არის მიჩნეული. ხოლო ორივე მათგანი კი საკმაოდ აცილებულია იმ სინამდვილეს, რომელიც ღმერთმა დააკანონა ადამიანთათვის სიმართლედ და სწორედ მისი მიხედვით განსჯის ბედისწერის კანონმდებლობაც.
ამჟამინდელი სიტუაციიდან გამომდინარე თუკი ვიმსჯელებთ, არსებული სინამდვილე მეტად სავალალოა. რადგან ის აღსრულება არის კანონისა: „გატიალების სიბილწე დგას წმინდა ადგილას“ (მათე 24-15). რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებრივი აზრით განსჯისას, მისი შეფასებითი კრიტერიუმები საწინააღმდეგოა ჭეშმარიტებით გათვლილი კრიტერიუმებისა. რაც ბედისწერის კანონმდებლობის თანახმად, სიცოცხლის შეწყვეტის განაჩენის გამოტანას ექვემდებარება. ამიტომ კაცობრიობის არსებობის გადასარჩენად არსებობს მხოლოდდამხოლოდ ერთადერთი გამოსავალი: ადამიანთაგან იმათ, ვისაც ჯერ კიდევ შერჩენილი აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ჭეშმარიტება შეიცნონ, ეს დაუყოვნებლივ უნდა გააკეთონ!!!
რა იგულისხმება გამონათქვამში: „ვისაც ჯერ კიდევ შერჩენილი აქვთ ჭეშმარიტების შეცნობის შესაძლებლობა“?! იგულისხმება ის, რომ ადამიანს ცნობიერების მრწამსს განუსაზღვრავს თავისი ხასიათი (ბუნება). რომელიც წინაპართა მიერ, ღვთისაგან დადგენილ მცნებათა დაცვა-არ დაცვის შედეგად შეძენილი თვისებების ნაზავია და შთამომავლობითი გზით, მემკვიდრეობით გადადის. მიღებულს კი, მემკვიდრე თავისი ნამოღვაწარით ხვეწს და ისე გადასცემს თავის გენურ შთამომავალს. ასეთი გზით სიარულის ფონზე, კაცობრიობა უკვე მიადგა გენეტიკურ საუკუნეთა ბოლო ჟამს. რისი მახასიათებელიც ის არის, რომ ადამიანთათვის მისანიჭებელ თვისებათა ზომა სასრულ ზღვარზე ავიდა. რაც საშუალებას იძლევა იმისას, რომ ადგილი მიეცეს ამ თვისებათა საყრდენ ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ძალთა გამიჯვნას. რითაც მოხდება საკაცობრიო გენეტიკურ იმ ნაყოფთა მიღება, რისთვისაც იქნა დაარსებული კიდეც იგი.
საკაცობრიო გენეტიკურ ნაყოფთა შესახებ გაცნობებთ იმას, რომ მას წარმოადგენენ ადამიანები, რომლებშიაც კეთილი თვისებების მქონე გენი იმძლავრებს, ხოლო ბოროტი თვისებები კი დაიბლოკება. რასაც შეასრულებს: „განდგომილების“(IIთესალონიკელთა2-3), იგივე „არმაგედონის“ (გამოცხადება 16-16) აღსრულება.
ვინაიდან და რადგანაც უცოდველად არცერთ ადამიანს არ უცხოვრია ამ ქვეყნად, ამიტომ ყოველ ადამიანში მყოფობს როგორც კეთილი, ასევე არაკეთილი თვისებებიც. „განდგომილება“ კი იმას ნიშნავს, რომ მის დროს ადამიანში მოხდება მათი ერთმანეთისაგან გამიჯვნა შემდეგნაირად: „ვისაც მეტი აქვს მას მიეცემა და ექნება უხვად; და ვისაც ცოტა აქვს, ისიც წაერთმევა რაცა აქვს“ (მათე 13-12).
როგორც მისახვედრია, ეს კანონი იუწყება ბოროტი თვისებების დაბლოკვასა და კეთილ თვისებათა აყვავებას. რადგანაც თვისებათა ფუნქციონირება ხდება ორგანიზმის სხეულებრივი უჯრედების მონაწილეობის შედეგად, ამიტომ „განდგომილების“ (იგივე „არმაგედონის“) პროცესის თანმხლები თვისებები, ბიბლიური აღწერით შედარებულია „მიწისძვრას“ (გამოცხადება 16-18).
ვინაიდან და რადგანაც ეს ე.წ. „მიწისძვრის“ მოვლენა გარდაუვალია ამჟამინდელი ყოველი ადამიანისათვის; ამიტომ მისი შედეგები რომ მეტად სავალალო არ აღმოჩნდეს, ამის თავიდან ასაცილებლად არსებობს მხოლოდდამხოლოდ ერთი გზა, რომელიც სათანადო ცოდნის მიღებას გულისხმობს. სწორედ ასეთი ცოდნის მოწოდებას ექნება ადგილი აქ; და იგი საყოველთაოდ გასაგებ დონეზე რომ იყოს წარმოდგენილი, ამიტომ მის გადმოსაცემად გამოყენებული იქნება ბედისწერის კანონთა გაშიფვრა ბიბლიური კოდის მეთოდით. ვინაიდან ბიბლიის სიბრძნეთა ახსნის დროს, ჭეშმარიტ პასუხისათვის მიგნება მხოლოდ ასეთი გზით არის შესაძლებელი. რომელიც თავისთავად სწორი პასუხის მომცველიცაა.
უპირველეს ყოვლისა შეგახსენებთ იმას, რომ ადამიანი წარმოადგენს სიცოცხლის პროცესით გამთლიანებულ სულისა და სხეულის ნაერთს. სიცოცხლის განმგებელი სულია. ვინაიდან უსულო სხეული გვამია მხოლოდ, რომელშიაც სიკდილი მყოფობს და არა სიცოცხლე. ორგანიზმში სულის ფუნქციონირებას განკარგავს გონება, რომელიც სულის პროგრამაა. ხოლო რაც შეეხება აზროვნებას, ის სხეულისმიერი პროგრამაა. ბედისწერა გონების საზომებით განიგება; მაგრამ მისთვის ინფორმაციის მიმწოდებელი კი აზროვნებაა. გონებას აზროვნებისათვის განკუთვნილი აქვს სამმაგი საზომი. რის საფუძველზეც ადამიანური ცოდნა სამ სახეობრივად წარმოდგება: 1) პირადული ინფორმაციის მომცველად; 2) პროფესიულ; და 3) მთლიანი სამყაროს, ანუ ღმერთის შესახებ ცოდნის მომცველად. რაც შეეხება გონების საზომთა მასშტაბებს, ამ სამმაგი ცოდნის შეფასების მხრივ ის შემდეგია: ღმერთის შესახებ რწმენის ჭეშმარიტობის 1 კანონის აღსრულება ტოლფასია 100 პროფესიულ განხრისმხრივი კანონის აღსრულებისა და ტოლფასია 1000 პირადულმხრივი კანონთა აღსრულებისა.
ე.ი. ბედისწერა ღვთის წყალობის მომკის მხრივ იძლევა:
1 ქულას – პირადი თითო მცნების (არ იცრუო; არ იქურდო; არ იმრუშო; პატივი ეცი მშობლებს და არ ჰკლა) დაცვით.
10 ქულას – მოყვასის მიმართ ჭეშმარიტი სიყვარულის გამოვლინებით.
100 ქულს – კეთილი ნიჭის სწორი მიმართულებით ისე წარმართვით, რაც მას პროფესიად ჩამოაყალიბებს.
1000 ქულას – ჭეშმარიტი რწმენის გააქტიურების ფონზე, ღმერთის დიდებით.
რაც შეეხება ადამიანის ხასიათს, როგორც უკვე აღვნიშნე მის ჩამოყალიბებას საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობა ემსახურება და წინაპართა გენის მემკვიდრეობის ფონზე სრულდება შემდეგი სახით:
144 000 სიცრუით – თაღლითობის უნარს იძენს ადამიანი.
144 000 სიმართლით კი – სამართლიანობის თვისებას.
144 0002 სიცრუით – ქურდობის უნარს.
144 0002 სიმართლით კი – გულკეთილობის თვისებას.
144 0003 სიცრუით – მრუშობის უნარს.
144 0003 სიმართლით კი – პატიოსნების თვისებას.
144 0004 სიცრუით – უსინდისობის უნარს.
144 0004 სიმართლით კი – სინდისს.
144 0005 სიცრუით – ამპარტავნობის უნარს.
144 0005 სიმართლით კი – თავმდაბლობის თვისებას.
144 0006 სიცრუით – კაცთმოძულეობის უნარს.
144 0006 სიმართლით კი – მოყვასის მიმართ ნამდვილ სიყვარულს.
144 0007 სიცრუით – ანგარებიანი ეგოიზმის უნარს.
144 0007 სიმართლით კი – უანგარო ჭეშმარიტ სიყვარულს.
ამ თვისებათა ჩამოსაყალიბებლად იმიტომ გახდა საკაცობრიო მიმდინარეობის დაარსება საჭირო, რომ მათ მიღებას ადამიანური სასიცოცხლო ერთი პერიოდი არ ჰყოფნის. რაც შეეხება თვისებათა სრულყოფილ ზომას, იგი სრულდება (144 000 + 144 0002 + 144 0003 + 144 0004 + 144 0005 + + 144 0006 + 144 0007) ჭეშმარიტი სიმართლის შესრულებით. რომელი გენიც იწოდება გენეტიკურ ნაყოფად და რომლის მიღებასაც პროგრამული გათვლის თანახმად, ესაჭიროება 1000 სულიერი თაობა (ფსალმუნი 104-8).
როგორც ცნობილია, კაცთაგან ისე არავის უცხოვრია, რომ ცხოვრებისეული მოღვაწეობის მთელ მანძილზე სულ მხოლოდ ტყუილი ეთქვას, ან სულ მარტო სიმართლე. ამიტომ ყოველ ადამიანში მყოფობს სიცრუისა და სიმართლის რაოდენობის გამომსახველი რიცხვით განსაზღვრული მემკვიდრული გენი. რომელი რიცხვიც, საკაცობრიო გენეტიკის პროგრამაში იწოდება ადამიანის ბედისწერის განმსაზღვრელ კოეფიციენტად და დაბადებიდანვე ეძლევა მას.
რაც შეეხება ადამიანის სიკვდილის განაჩენს, ბედისწერით ის დადგენილია პიროვნებისათვის სიცრუის ზღვრის ავსებისას – რომელიმე კატეგორიიდან:
ინდივიდუალური კატეგორიის სიცრუის – (144 000 + 144 0002 + 144 0003) შესრულებით;
პროფესიული კატეგორიის სიცრუის – (144 0004 + 144 0005 + 144 0006) შესრულებით; ან
ღმერთისადმი ცრუ რწმენის – 144 0007 შესრულებით.
მოგახსენებთ იმასაც, რომ ღმერთისადმი არასწორი რწმენის კატეგორიის შემთხვევაში დიდი ალბათობაა იმისა, რომ სასიკვდილო განაჩენი შვილზე გადავიდეს.
რაც შეეხება ბედისწერის საზომებში განმსაზღვრელს; თავისთავად მისახვედრია, რომ ის არის 144 0007 კატეგორია. რომლის მიღებაც აუცილებლად საჭიროებს სათანადო ინდივიდუალურ და პროფესიულ ნიჭთა მემკვიდრული გენის მქონეობას. ყოველივე ამ ცნობებიდან გამომდინარე კი, ძნელი მისახვედრი აღარ არის ის, რომ თუკი ადამიანი „ზემოდან“- ანუ 144 0007 კატეგორიიდან გაისწორებს რწმენას ჭეშმარიტების შეცნობის ნიადაგზე. მაშინ ასეთ ადამიანს აუცილებლად აღეძვრება სურვილი მონანიებისა. რისი აღსრულება მას გაუსწორებს ქვედა ორ – პროფესიულ და ინდივიდუალური კატეგორიის საზომებსაც და მისი ბედისწერა ღვთის წყალობის მომკაზე გადავა. რადგან ასეთ ადამიანში არსებული სიცრუის ხაზი დაიბლოკება. სწორედ ამ პროცესს ჰქვია „განდგომილება“. რომლის აღსრულების აუცილებლობის დროც უკვე დადგა იმიტომ, რომ ადამიანური თვისებების გამააქტიურებელი ძალა სასრულ ზღვარზეა და ზევიდან მას მეტი ვეღარ დაემატება. ძალა კი მუდმივ მოძრაობას გულისხმობს და თუკი მისი მოძრაობის აღძვრა აქამდე ხდებოდა „ზევიდან – ქვემოთ“, ანუ კოსმოსიდან – დედამიწამდე მიმართულებით; ახლა უკვე ასე ვეღარ იქნება და „ქვევიდან – ზევით“, ანუ დედამიწიდან – კოსმოსისაკენ მიმართულებით უნდა განხორციელდეს. რაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოხდება, საჭირო ცოდნით ხელმძღვანელობის გარეშე!!!
ვინაიდან და რადგანაც არსებული საზოგადოებრივი აზროვნების მრწამსი ისე შორსწასულია სინამდვილისაგან, რომ მისი საპირისპირო მიაჩნია სიმართლედ; ამიტომაც აუცილებელი გახდა „არმაგედონის“ აღსრულება. ვინაიდან პრაქტიკამაც დაამტკიცა ის, რომ თუ არა გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნა, ისე ადამიანური ამპარტავნება არ დაცხრება! ამპარტავნება, რომელიც არის ზღუდე იმისა რომ აზროვნებამ ჭეშმარიტებისაკენ წარმართოს თავისი მიმართულება. თუმცა არც იმის აღუნიშნაობა იქნება, რომ ვერც „არმაგედონი“ უშველის იმათ, რომელთაც მიღებული აქვთ მხეცის ნიშანი და რიცხვი. რისი მიღების თაობაზეც გაცნობებთ შემდეგს: იგი ენიჭებათ ისეთ ადამიანებს, ვისშიაც შესრულებული იქნება: (ინდივიდუალური კატეგორიის სიცრუის კრებითი სისავსის 144 0006 + პროფესიულ არაკეთილუნართა 144 0006 + ღვთისადმი ცრუ რწმენის 144 0006) რიცხვი; თანახმად კანონისა: „აქაა სიბრძნე, ვისაც გაგება აქვს გამოითვალოს მხეცის რიცხვი. რადგან რიცხვი ადამიანისაა (ანუ 144 000) და მისი (ანუ სიცრუის) რიცხვია – 666“ (გამოცხადება 13-18).
დახმარების გაწევამ რომ სწრაფეფექტური ნაყოფი გამოიღოს, ამიტომ მიზანშეწონილად მიმაჩნია მისი დაწყება ზევიდან – ღმერთისა და სამყაროს შესახებ კანონთა გაშიფვრის შედეგად მიღებული ცნობების გაშუქებით. აგრეთვე გაცნობებთ იმასაც, რომ აქ განხილული საკითხების შესახებ უფრო ფართო მოცულობის მქონე ინფორმაციის გაცნობა, მსურველთ შეუძლიათ „უფალია ჩვენი სიმართლის“ კრებულის საშუალებით.