აღსრულდა
სიმართლესა და სიცრუეს შორის დადგენილი ჭეშმარიტება შემდეგში მდგომარეობს: სიცრუის მიერ რაგინდ ხანგრძლივი დროითა და მრავალმხრივი მცდელობით არ უნდა იყოს დაფარული სიმართლე; როგორც კი სიმართლეს დაუდგება ფაქტებად აღსრულების ჟამი, დაუყოვნებლივ მოხდება მისთვის სიცრუის ფარდის ახდა და მაშინ ვაი მას, ვინც იმ სიცრუის ფარდაზე იყო დაყრდნობილი!
თუმცა სიცრუეცაა და სიცრუეც! რადგან ახლა იმ სიცრუის ფარდაზე უნდა მოგახსენოთ, რომელსაც რელიგიები სჭიმავენ საუკუნეების მანძილზე და „მისი საშუალებით კეტავენ ცათა სასუფეველს ადამიანთა წინაშე. რითაც არც თვითონ შედიან მასში და არც შემავალთ უშვებენ. მხოლოდ დიდხანს ლოცულობენ მოსაჩვენებლად“ (მათე 23-13,14). ამჟამად კი განსაკუთრებული აქცენტი იმ საკითხის მიმართ უნდა მივმართო, რომელიც ეხება ქრისტეს მეორედ მოსვლას. რამეთუ ის უშუალოდ ეხება თანამედროვე დროს და დღეისდღეობით კი საზოგადოების მიერ ჯერაც ვერ არის ამოცნობილი ის პიროვნება, რომელიც ღმერთმა მოავლინა იმ ნუგეშისმცემლად, რომელზედაც იესომ თქვა: „თუ არ წავედი, ნუგეშისმცემელი ვერ მოვა თქვენთან. თუ წავალ, მე მოგივლენთ. როცა ის მოვა, ამხილებს სოფელს ცოდვის, სიმართლისა და განკითხვის გამო. როდესაც მოვა იგი სული ჭეშმარიტებისა, შეგიძღვებათ სრულ ჭეშმარიტებაში. თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იმას ილაპარაკებს, რასაც ისმენს და მომავალს გაუწყებთ თქვენ. იგი განმადიდებს მე, რადგან ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ“ (იოანე 16-7/14).
განა ამას დიდი მიხვედრა სჭირდება, რომ იესო მისი სულის მქონე მომსვლელზე ამბობდა ამას?! განა შეიძლება ის ცოდნა, რომელიც იესოს ჰქონდა, მისი სულის მქონეს გარდა სხვას ჰქონოდა?! ცხადია არა! სხვა „ვერ დაიტევდა ამ ცოდნას!“(იოანე 8-37). იმიტომ, რომ ღმერთს არ დაუშვია ასეთი რამ. იგი სრულყოფილ ცოდნას მხოლოდ თავის მოწონებულ შვილს აძლევს და ქრისტეს გარდა კი მას არავისათვის მიუცია ასეთი შეფასება. ამრიგად მეორედ მოსული ქრისტე კაცობრიობას იმ ცოდნით უნდა გამოეცნო, რომელსაც ის განაცხადებდა. მაგრამ ეს რომ არ მომხდარიყო, სატანამაც დაიჭირა თადარიგი და დიდი შრომა გასწია რელიგიების მეშვეობით. რომელთაც ძალისხმევა არ დაიშურეს საიმისოდ, რათა ისე დაეხშოთ ადამიანთა გონება რელიგიური სიცრუით, რომ ვეღარავინ ყოფილიყო შემძლე არათუ ჭეშმარიტი ცოდნის შეცნობისა, არამედ მას რომ გასცნობოდა იმის მსურველიც კი. რაც ყოველივე იმ შედეგს მოიმკის, რასაც კაცობრიობის სრული განადგურება ჰქვია. ხოლო თუ სასწრაფოდ არ მოიკრებს ხალხი გონებას და სიმართლეს არ მიიღებს, სავალალო შედეგის დადგომამდე არცთუ ისე შორსაა. ვიმედოვნებ, რომ ამის მიმხვედრთა რიცხვი თანდათან გაიზრდება საიმისოდ, რათა სწორი ნაბიჯი გადადგან.
ვიმედოვნებ მეთქი ვწერ და ჩემი იმედიც იმ სადუძველზე დგას, რომ დიდია ჭეშმარიტების ძალა! რაც იმაში მდგომარეობს, რომ უფალ ღმერთს კაცობრიობა არც გასანადგურებლად შეუქმნია და არც ჯოჯოხეთის სუფევის არსებობა დაუშვია დედამიწაზე. რამეთუ მან სასიცოცხლოდ შექმნა ყოველივე (სიბრძნე სოლომონის 1-13/16). მაგრამ სამწუხაროდ ადამიანთა უმეცრებამ მიიყვანა თავისი მოდგმა განადგურების პირას. რის შესაჩერებლადაც უფალმა დროულად მოუვლინა მათ დამხმარე. რომლის მოღვაწეობაც მარტო იმ ცოდნის გაცხადებით არ ისაზღვრება, რომელიც მხილებული ჭეშმარიტებაა. ვინაიდან ცოდნის მოპოვება ისე არ ხდება, რომ მას სათავისო ძალა არ განაპირობებდეს. ხოლო რაც შეეხება იმ ძალას, რომლითაც ხდებოდა სიცრუის ფარდის გადახდა დაფარულ ჭეშმარიტებაზე, ის შემდეგია: „როცა ღმერთს კვლავ შემოჰყავს სოფელში პირმშო, ამბობს: დაე თაყვანი სცეს მას ღვთის ყველა ანგელოზმა. ხოლო ანგელოზებზე ამბობს: ის ქმნის თავის ანგელოზებს სულებად და თავის მსახურთ მოგიზგიზე ცეცხლად. ქრისტეზე კი: შენი მეფობის კვერთხი, სიმართლის კვერთხია. შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ურჯულოება. ამიტომ გცხო შენ ღმერთმა სიხარულის ზეთით, შენს თანამოაზრეებზე მეტად. ანგელოზთაგან რომლისთვის უთქვამს ოდესმე: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე შენს მტრებს დავამხობდე შენს ფეხთა კვარცხლბეკად? განა ყველა მომსახურე სულები არ არიან მათდა სამსახურებლად წარმოგზავნილნი, ვინც ხსნა უნდა დაიმკვიდროს?“ (ებრაელთა 1-6/14). მოკლე და პირდაპირი ახსნა ამ კანონისა, იმ ჭეშმარიტების ძალის მინიჭებას გულისხმობს, რასაც ემსახურება სამყარული ძალები. ხოლო საყოველთაოდ გასაგებად კი, ის ასე ითარგმნება:
უკვე ცნობილ ცოდნას წარმოადგენს ის, რომ ადამიანთა მოდგმა სასიცოცხლო ენერგიის მიმღეობის თვალსაზრისით იყოფა ორ კატეგორიად: ენერგოდონორები და ენერგორეციპიენტები. დონორები სასიცოცხლო ენერგიას იღებენ კოსმოსიდან, ხოლო რეციპიენტები კი – დონორებისაგან. რაც შეეხება კოსმოსიდან ენერგიის მიღების გზას, ის კანონთა დაცვაზე გადის მიუხედავად იმისა, ეს შეგნებით სრულდება თუ შეუცნობლად. ხოლო ენერგორეციპიენტები კი დონორებისაგან ენერგიას ღებულობენ ორი გზით: როცა დონორს უყვარს რეციპიენტი და როცა რეციპიენტი მოახერხებს იმას, რომ ეშმაკური ხრიკების მეშვეობით აცდუნოს დონორი და ცოდვა ჩაადენიოს. ამ შემთხვევაში ცოდვის წილი ენერგია ეძლევა რეციპიენტს. აქვე მინდა აღნიშვნა გავაკეთო იმისა, თუ რას ნიშნავს სასიცოცხლო ენერგია. სასიცოცხლო ენერგია ეს არის ის, რაც საარსებო საზრდოდ ესაჭიროება ადამიანს და ის მხოლოდ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვით არ შემოისაზღვრება. არამედ განიშლება ყოველივე იმ აუცილებლობით, რაც ადამიანს სჭირდება საარსებოდ, როგორც ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ასევე მატერიალურითაც.
როგორც თვალნათლივაც არის მკაფიოდ თვალსაჩინო, სახეზე არსებული ბოლო ჟამის რეალური სურათი ასეთია: ყველაფერი მიტაცებულია სატანის ძალას დაქვემდებარებულ ძალოვანთა მიერ და რასაც უნდათ იმას აკეთებენ და როგორც უნდათ ისე ეთამაშებიან ადამიანთა სიცოცხლეებს. რაც ყოველივე არის აღსრულება კანონისა: „გატიალების სიბილწე დგას წმინდა ადგილას“ (მათე 24-15). ეს რომ მართლაც ასეა, ამის დამნახავი მართალია მრავალნი არ არიან, მაგრამ არიან ისინი, ვისაც ეს კანონი ეხება: „ამჟამადაც არსებობს ნატამალი, მადლით ამორჩეული“ (რომაელთა 11-5) და ეს რომ ასე არ ყოფილიყო, „როგორც თქვა ესაია წინასწარმეტყველმა: უფალ ღმერთს რომ არ დაეტოვებინა ჩვენი გენი, სოდომელებივით ვიქნებოდით და გომორელებს დავემსგავსებოდით“ (რომაელთა 9-29). რადგანაც ამ ნატამალზე ვსაუბრობ, აქვე გავაკეთებ მინიშნებას, თუ ვინ არიან ისინი; და სხვა მეტი არავინ, ვინც შეიმეცნებს მხილებულ ჭეშმარიტებას და მასზე გაისწორებს რწმენას. გარკვეული მიზეზის გამო, აქ მინდა აქცენტი გავაკეთო ერთ მათგანზე – მასზე, რომელიც მიუხედავად დიდი ზეწოლისა გარშემომყოფთა მიერ, მაინც არ შემდრკალა და სცდილობს იმ სწორ გზაზე გაიაროს, რომელსაც შინაურები უღობავენ. მინდა იცოდეს მან, რომ მიტოვებული არ არის და დაითმინოს საჭირო დრომდე.
ახლა კი ის უნდა გაცნობოთ, თუ რა დახმარება გაიღო ღმერთმა კაცობრიობის გადასარჩენად. ადამიანთა შემეცნებამ დასაბამიდან აქამდე უმეცრების გზით იარა და ამიტომაც ვერ ჩაწვდა ცოდნის საფუძველს. ცოდნა ძალაა და ქრისტეს ძალაც სწორედ მასზე დგას. რას ნიშნავს ეს?! ცხადია ჭეშმარიტ ცოდნას თუ რა ძალა აქვს, ამის შეცნობილად აღმქმელი ვერავინ იქნება. მაგრამ სხვა კატეგორიის ცოდნის ძალის შესახებ ხომ შეიძლება გათვლის გაკეთება?! სწორედ ცოდნის ძალა განაპირობებს იმას, რომ ყველა ემორჩილება და იღებს მის სიტყვას, ვისი ცოდნისაც სწამს. რაც შეეხება ჭეშმარიტი ცოდნით აღჭურვასა და მისით ძალის მიღებას; როგორც უკვე გაცნობეთ, მას ემორჩილება სამყარული ძალები. რატომ არ განვაცხადე ეს აქამდე?! ცხადია ამას ჰქონდა სათავისო მიზეზი, რომელიც შემდეგია: სათანადო დრო არ იყო დამდგარი! ხოლო თუ რას გულისხმობს სათანადო დრო, ამას კი ახლავე მოგახსენებთ.
უკვე რამოდენიმე წელია, რაც „უფალია ჩვენი სიმართლის“ სახელწოდებით ქვეყნდება ის ინფორმაცია, რომლის ცოდნაც იესო ქრისტეს გარდა სხვას არავის ჰქონია. ამ ცოდნით მხილებულია ყოველგვარი სიცრუე და ისიც, თუ ვინ არის ანტიქრისტე. როცა რელიგიების ხელში არის მთელი მსოფლიო და რომელთა წარმომადგენლებიც დაუყოვნებლივ ანადგურებენ ყოველივე იმას, რაც მათ ამხელს; როგორ უშვებენ იმას, რომ me-sia.com – ზე გაცხადებულ ინფორმაციას არ ბლოკავენ და ისე იქცევიან, თითქოს არცკი იციან მისი არსებობის შესახებ?! როცა სინამდვილეში მისი დამწერის ლიკვიდაციაც კი სცადეს იმ გზით, რომელზედაც წარმოდგენაც არა აქვს ჩვეულებრივ ადამიანებს. მაგრამ რაც ყოველთვის გამოსდიოდათ, ის რომ ვერ გამოუვიდათ, ცხადია შეშინდნენ; თანახმად კანონისა: „ეშმაკებსაც სწამთ ღმერთისა და მისადმი შიშით კანკალებენ“ (იაკობი 2-19). ამიტომაც მკვდრების როლი მოირგეს, რომელთაც არა ესმით და ვერც ხედავენ. თუმცა სინამდვილეშიც ხომ ასეცაა?! ისინი ღმერთის მიერ დიდიხანია მკვდრებად არიან შერაცხულნი! (მათე 8-22).
ახლა კი იმას გაცნობებთ რაც უკვე მოხდა და რისი შედეგების მომკასაც ვეღარაფერი შეაჩერებს!!! ეს არის აღსრულება განდგომილების დასრულებისა, რაზედაც იუწყება შემდეგი კანონი: „ის დღე მანამ არ დადგება, სანამ ჯერ განდგომილება არ იქნება და არ იმხილება ურჯულოების კაცი, ძე დაღუპვისა. წინააღმდგომი და აღზევებული ყოველივეზე მაღლა, რაც კი რამ სახელდებულია ღმერთად და სამსახურებლად. ისე, რომ ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება იგი, როგორც უფალი და თავს უწმინდესად გამოაცხადებს. ვინაიდან ურჯულოების საიდუმლო მოქმედებს და მას შემკავებელი აკავებს, სანამ შუა გულიდან არ იქნება გაყვანილი. მაშინ გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც ქრისტე გაანადგურებს თავის ბაგეთა სულით და განაქარვებს თავისი მოსვლის გაცხადებისას. მას, რომლის მოსვლაც სატანის მოქმედებით არის, პიარის ყალბი ძალით, ნიშნებითა და სასწაულებით და უსამართლობის ყველა საცდურით დაღუპულთათვის. იმის გამო, რომ მათ არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული თავის სახსნელად. ამისათვის გაუგზავნის მათ ღმერთი მცდარ ქმედებას, რათა იწამონ სიცრუე. რომ დაისაჯოს ყველა, ვინც ჭეშმარიტება არ იწამა და მოიწონა უსამართლობა“ (II თესალონიკელთა 2-3/12).
თუ რას ნიშნავს განდგომილება, სრულად მასზე ინფორმაცია უკვე გამოქვეყნებული მაქვს. აქ კი ძალიან მოკლედ და კონკრეტულად განვმარტავ მას. როგორც იცით, იესო ქრისტე სწორედ იმიტომ მოავლინა ღმერთმა ამქვეყნად, რომ მან საკუთარი სისხლის გაღებით მოახდინა კაცობრიობისათვის სულიწმიდით ნათლისცემა. რაც სხვაგვარად რომ ითქვას, არის წინაპართა ცოდვილი გენის დაბლოკვა. რითაც ყოველ ახალშობილს ეძლევა სულიწმიდით ნათელღებული სული. როგორც საყოველთაოდ ცნობილია, რელიგიებმა მოახერხეს ის, რომ შეცდომაში შეიყვანეს მსოფლიო საზოგადოება და ქრისტეს ჯვარცმულობით ნაკისრზე უარი ათქმევინეს. რასაც ემსახურებოდა ის „ნათლობები“, რომლითაც სინამდვილეში მათ წილი ჰყარეს ბავშვების წმინდა სულიდან სასიცოცხლო ენერგიის მიღებაზე.
ვინაიდან და რადგანაც ამგვარ გზაზე სიარულმა კაცობრიობა ისე გადააგვარა, რომ მათმა ცოდვებმა ციურ ზღვრამდე მიაღწია, ამიტომ ღმერთმა კვლავ მოავლინა მეორედ თავისი შვილი. მაგრამ ამჯერად უკვე სხვა ფორმით ხდება მისგან დახმარების გაწევა. მართალია მას არც ახლა განუვლია უტანჯველად ეს პროცესი. მაგრამ ამჟამად ის აღარ კვდება! არამედ მისი მოვალეობაა კაცობრიობის გამოყვანა იმ ჭაობიდან, რომელშიაც ახლა იმყოფება ადამიანთა მოდგმა. როგორ შეასრულებს ის ამას?! ახლავე გაცნობებთ მას: მან შეასრულა ის პროცესი, რომლის შესახებაც იცოდა მხოლოდ მან და ღმერთმა. რომლის მეშვეობითაც ენერგორეციპიენტებს გადაკეტილი ექნათ სასიცოცხლო ენერგიის მიღების ის გზა, რომელიც გულისხმობდა ცოდვის წილის მხრივ ენერგიის მიღებას. თუ რას ნიშნავს ეს, ამას უკვე აღარ დავწერ, რადგან მომსმენი რომ იყოს ვინმე, აქამდეც მოისმენდა. მაგრამ თვალნათლივ ხილვას კი ვეღარავინ აუქცევს გვერდს; რადგან სწერია: „ცოცხალი ღმერთის წინაშე მოიდრიკება ყოველი მუხლი და ყოველი ენა აღიარებს მას“ (რომაელთა 14-11). რამეთუ „დათესილი ადგილები, უეცრად დაუთესავი აღმოჩნდება და სავსე საცავები – უეცრად ცარიელები“ (III ეზრა 6-20). დანარჩენს კი უკვე ყველა თავადვე იხილავს და გამოცდის საკუთარ თავზე ისე, რომ არც არავინ დარჩება ამ პროცესისაგან შეუხებელი!!!