გაზიარება

არჩევნები თუ ღმერთი


კაცობრიობის ისტორია იმგვარად წარიმართა, რომ ადამიანებს ჩამოუყალიბდათ ასეთი მრწამსი: რომ სულიერი მხარე და საერო მხარე გამიჯნული უნდა იყოს ერთმანეთისაგან, ორივე მათგანს თავისი კანონმდებლობა უნდა ჰქონდეს და თანაც არც უნდა ერეოდნენ ერთმანეთის საქმიანობაში. ხოლო ყოველ პიროვნებას კი შეუძლია, რომელი მხარეც უნდა ის აირჩიოს და იცხოვროს მისი წესების დაცვით. ამიტომაც შექმნილი იქნა ორსახეობრივი ინსტიტუტი: პოლიტიკა და რელიგია. პოლიტიკამ ქვეყნის მართვის მისია ითავა, ხოლო სულიერებაზე ზრუნვა კი – რელიგიამ. რაც შეეხება შედეგებს, რაც მათმა მმართველობამ მოიტანა, ეს საყოველთაოდ თვალსაჩინოა და სადაოს არ ხდის მათ ასეთ შეფასებას: ვერცერთი ქვეყნის მოსახლეობა ვერ არის დაცული და არიდებული უბედურებებებისაგან, არც ადამიანები გამოირჩევიან მორალურობით და არც ერთიმეორის მიმართ ჩაგვრის, ძალადობისა და დამცირების შემთხვევების ნაკლებობას განიცდის საზოგადოება. ხოლო თუ რატომ არის ყოველივე ასე, ცხადია მას აქვს თავისი მიზეზებიც და ამ მიზეზებს კი საფუძველი.
რადგან მიზეზთა აღმოცენებას ყოველთვის საფუძველი უდევს ფესვად, ამიტომაც ჩემი მისია მისი მოძიება და საქვეყნოდ მხილებაა. რამეთუ თუკი საფუძველი არ იქნება, მაშასადამე არც მიზეზები წარმოიშობიან. მაგრამ თუკი საფუძველი იარსებებს, მიზეზი მრავალი და თანაც არაერთგვაროვანი აღმოცენდება. ამიტომაც მიზეზთა ძიება მხოლოდ და თუნდაც მათი აღმოფხვრა, სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს და არც არასოდეს გამოუღია კიდეც. ამიტომ ყოველივეს რომ თავისი სახელი ეწოდოს და თავისი ადგილი მიეჩინოს, საამისოდ იმგვარ სიმართლეს უნდა გაუსწოროს თვალი ადამიანმა, რომელიც იმ წესებით განისჯება, მისმა შემქმნელმა რომ დაუდგინა კანონებად და მას კი უფლისმიერი სიმართლე ჰქვია.
ადამიანის ცხოვრებისეული მოღვაწეობა ბედნიერების მოპოვებისათვის ლტოლვაში მდგომარეობს. ბედნიერება კი მხოლოდ მატერიალურად სიმდიდრეში ყოფნას არ გულისხმობს, არამედ უპირველეს ყოვლისა სულიერი მხარის სიუხვეს. რომელიც თავის მხრივ, მატერიალური მხარის სათანადო დონის არსებობასაც საჭიროებს. რაც იმას ამტკიცებს, რომ მათი გაყოფა არასწორია და საჭიროა ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ორივე მხარის დაბალანსებას უზრუნველყოფს. სწორედ ასეთი კანონები შეუქმნა ღმერთმა თავის ქმნილებას და მათი შესრულება გარანტია იმისა, რომ მისი შემსრულებლის არც მატერიალურ და არც სულიერ მხარეს ზიანი არ მიადგება. თუმცა აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ ამჟამად არცთუ ისე მარტივად არის საქმე. ვინაიდან ისეთ დროში იმყოფება კაცობრიობა, როცა წარსულის შედეგებს იმკის და ისინი კი საკმაოდ დიდ ხარვეზების შემქმნელად წარმოდგნენ: როგორც გენეტიკის მხრივ, ასევე იმ საცხოვრებელი ადგილის მიმართაც, რომელსაც ადამიანის საარსებოდ დარეგულირებული დედამიწური გარემო ჰქვია. ამიტომ ის ცოდნა რასაც ახლა გაცნობებთ, ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მისთვის, რომელიც ქართულ ენაზე მეტყველი ერია. რადგანაც ამ ერში არის ის ნატამალი, რომელიც ღმერთის რჩეულადაა შეფასებული სამყაროს კანონზომიერული კანონმდებლობით. რომელთა წინაპართა შესახებაც ბიბლია იუწყება იმას, რომ ეს გენი მოდის ადამ და ევას შვილის შეთისაგან და გრძელდება აბრაამის, მოსეს, ნოეს, იაკობის, იუდას, დავითის გენად და იწოდება ქრისტეს გენად. შესაბამისადაც ამ გენის წარმომადგენლებს სხვადასხვა სახელებით იხსენიებს ბიბლია იმ პერიოდისდა შესატყვისად, რომელი წარმომადგენლის მიერაც იყო ამ დროში მემკვიდრეობა მიღებული. ესენი არიან: ლევიანები, ისრაელიანები, იუდეველნი და ამჟამად კი სიონელ ერად წოდებულნი. ხოლო მათი ამოცნობის ერთ-ერთი ნიშანი კი ის ენაა, რომელშიაც იყო დამალული საიდუმლოდ და ახლა კი უკვე მხილებული, ღვთისაგან დადგენილი ჭეშმარიტება.
ვინაიდან ამ ენას ამჟამად ქართული ენა ეწოდება, ამიტომაც მისით მეტყველთა შორის ყოფილა ის გენი, რომელსაც ღმერთი თავის რჩეულ ერს უწოდებს. ახლა კი წარმოვადგენ იმ ინფორმაციას, რისი გაცნობითაც მისახვედრია ის, თუკი რა საფუძველი უდევს ქართველთა ბედკრულობას. რამეთუ ცნობილია, რომ თუ პრობლემის საფუძვლის დადგენა მოხდება, მაშინ ამ პრობლემის აღმოფხვრა შესაძლებელია.
აი ცნობები იმ ერის შესახებ, რომელთა წარმომადგენლებიც ქართველთა წინაპრები იყვნენ:
„უფლის წილი მისი ხალხია. იაკობის სამემკვიდრო ხვედრია მისი“ (II რჯული 32-9). „წესები და კანონები უფალმა დაუდგინა იაკობის შთამომავალთ, რომელთაც ისრაელის ხალხი ეწოდათ სახელად“ (IV მეფეთა 17-34). „თავად უფალი განიკითხავს თავის ერს“ (II რჯული 32-36). „ადიდეთ ხალხებო უფლის ერი. რადგან იგი თავის მსახურთა სისხლს მოჰკითხავს და შურს მიაგებს თავის მტრებს. ხოლო შეუნდობს თავის მიწას და თავის ერს“ (II რჯული 32-43). „იაკობის ხალხს უფლისაც ეშინოდათ, მაგრამ კერპებს სცემდნენ თაყვანს და როგორადაც მათი მამები იქცეოდნენ, დღემდე ისე იქცევიან მათი შთამომავალნიც“ (IV მეფეთა 17-41). „მოსეს 40 დღე და 40 ღამე არ უჭამია პური და წყალი არ შეუსვამს იმ ცოდვების გამო, რაც მისმა ხალხმა ჩაიდინა. რათა არ განადგურებულიყო მისი ხალხი. ისმინა უფალმა მისი ხმა და გულზე დააწერა ის კანონები, რომელიც უნდა აღასრულოს მისმა ხალხმა“ (II რჯული 9-9/18). „მოსეს მიერ შექმნილი უფლის აღთქმის კიდობანი, სატარებლად ლევიანის ხალხს მიაკუთვნა უფალმა“ (II რჯული 10-3,8). „უფალი მოწმობს თავის ერზე და ამბობს: „მათ შევიყვან ქვეყანაში, რომელიც მათ მამებს ფიცით აღვუთქვი. სადაც მოედინება რძე და თაფლი. მაგრამ როცა კი ისინი გაძღებიან, მიბრუნდებიან სხვა ღმერთებისაკენ და განმარისხებენ. ჩემს აღთქმას დაარღვევენ და როცა შეემთხვევათ მრავალი უბედურება და გაჭირვება, ეს გალობა მოწმედ იქნება მათ წინაშე. ვინაიდან არ მიეცემა დავიწყება მის შთამომავლობის ბაგეში“ (II რჯული 31-20,21). „ისმინეთ წესები და სამართალნი, რომელიც ღმერთმა დაგიდგინათ შესასრულებლად. რათა იცოცხლოთ და მიხვიდეთ და დაიმკვიდროთ ის ქვეყანა, რომელსაც უფალი გაძლევთ თქვენ. არ დაამატოთ უფლისგან დადგენილ კანონებს არაფერი და არც მოაკლოთ. დაიცავით და აღასრულეთ ისინი. რადგან ესაა თქვენი სიბრძნე და გონიერება“ (II რჯული 4-1/6). „ღვთის რჩეული ერისათვის დადგენილია: რომ დაიცვან და შეასრულონ ყველაფერი, რაც ღმერთის მიერ არის დადგენილი კანონად. არ გადაუხვიონ არც მარჯვნივ და არც მარცხნივ. რათა არ შეერიონ სხვა ხალხებს და თაყვანი არ სცენ მათ წესებს. არამედ მიეწებნონ უფალს. ერთი მათგანი 1000 სხვას განდევნის მაშინ, თუკი უფალი ღმერთი იქნება მასთან“ (იესო ნავეს ძე 23-6/10). „მაგრამ თუ გადავლენ უფლის წესებს და ღვთის მსახურებას დაარქმევენ თავისგან დაწესებულ წესებს და აღასრულებენ მათ, მაშინ ღვთის რისხვა დაატყდებათ თავს და გადაშენდებიან იმ კეთილი ქვეყნიდან, რომელიც უფალმა მისცა მათ“ (იესო ნავეს ძე 23-16). „ერო! თუ არ გაიგონებთ უფლის სიტყვას და არ აღასრულებთ მის წესებს, მცირედნი დარჩებით მრავალთაგან და დაგფანტავთ უფალი ყველა ხალხში და მოემსახურებით მათ. თუმცა ვერც იქ დამკვიდრდებით“ (II რჯული 28-62,65). „ღმერთისაგან დაწესებულს ნურც დაუმატებთ რასმეს და ნურც მოაკლებთ!“ (II რჯული 12-32). „დაიცავით უფალი ღმერთის მიერ დაწესებული კანონები, რათა გაძლიერდეთ და დაიმკვიდროთ თქვენი ქვეყანა, რომელსაც ღმერთი გაძლევთ. რათა დღეგრძელი იყოთ თქვენს ქვეყანაში. რადგან იგი არის მთიანი და ველებიანი ქვეყანა და ცის წყალს სვამთ. თუ მოისმენთ ღვთის სიტყვას, გეყვარებათ უფალი და დაიცავთ მის მიერ დაწესებულ კანონებს, მაშინ მიეცემა თქვენს ქვეყანას წვიმა და ხვავი და ბარაქა არ მოგაკლდებათ. მაგრამ თუ გადაუხვევთ მის წესებს, მაშინ რისხვა წამოვა თქვენზე“ (II რჯული 11-8/18). „უფალი სთავაზობს თავის ერს კურთხევას და წყევლას. კურთხევას მაშინ, თუკი შეისმენენ მის სიტყვებს და იქნებიან მის მიერ დაწესებული კანონების დამცველნი. ხოლო წყევლას მაშინ, თუკი არ შეისმენენ უფლის სიტყვას და არ იქნებიან მის მიერ დადგენილი კანონების დამცველი“ (II რჯული 11-26/28). „მაგრამ რადგანაც თავისი ხალხი არ ისმენდა ღვთის სიტყვას და არ ასრულებდა მის წესებს. ამიტომ დაიმსახურეს ის, რომ ჩაცვივდნენ მძარცველთა და მტერთა ხელში და დიდად შევიწროებულნი იყვნენ. მაგრამ დრო და დრო უფალი ღმერთი მათში აღადგენდა თავის მსაჯულს და იხსნიდა ხოლმე მათ მძარცველთა ხელიდან. როცა უფალი თავის ხალხს აღუდგენდა მსაჯულს, თავად იყო მასთან და იხსნიდა ხოლმე ერს მტრისაგან. რადგან ებრალებოდა თავისი ხალხი მათი კვნესის გამო. მაგრამ შემდეგ, როცა იმყოფებოდა მათთან მსაჯული და უფალიც დაიხსნიდა მათ მტრისაგან; რაკი თავს დაიარხეინებდნენ, მერე თავის მამებზე უარესად იქცეოდნენ. რის გამოც კვლავ აღზევდებოდა მათზე უფლის რისხვა“ (მსაჯულთსა 2-14/20). „ჭირი და შევიწროება ყოველი ადამიანის სულზე, ვინც ბოროტებას სჩადის – პირველად იუდეველს და მერე კი სხვას. ხოლო დიდება, პატივი და მშვიდობა ყოველს, სიკეთის ჩამდენს – ჯერ იუდეველს, მერე კი სხვას. რადგან ღმერთთან არ არსებობს მიკერძოება“ (რომაელთა 2-9/11). „რა არის იუდეველთა უპირატესობა? დიდია უპირატესობა ყოველნაირად. პირველ ყოვლისა, მათ მინდობილი აქვთ ღვთის სიტყვები“ (რომაელთა 3-1,2).
როგორც ხედავთ, წარმოდგენილი ბიბლიური ცნობები გარკვევით მიუთითებენ იმის თაობაზე, რის გამოც იმკის ბედკრულობას ერი, რომელიც უფალმა თავისად შერაცხა და მის ამოსაცნობად კი ისეთი სამეტყველო ენა მისცა, რომელშიაც დამალული იყო ღვთის საიდუმლო. ამრიგად უკვე მისახვედრია, თუ რა არის საფუძველი ქართველი ერის ამჟამინდელ მდგომარეობაში ყოფნისა. რასაც ბიბლია ღვთის რისხვის განაჩენად აფასებს და არსებული სიტუაციაც მტკიცებულებაა იმისა, რომ ქართველ ხალხს შორს მანძილზე გადაუხვევია სწორი გზიდან – როგორც მარჯვნივ, ასევე მარცხნივაც. რისი ფესვიც იმაში მდგომარეობს, რომ თავიანთ დადგენილ წესებს ღვთის მსახურებას ეძახიან და აღასრულებენ მათ. რისთვისაც რისხვას რისხვაზე იღებენ და ამის შედეგიც სახეზეა: დღითიდღე შემცირებული ქვეყნის ტერიტორია; მთელი მსოფლიოს მასშტაბის დონეზე გაფანტული ერი; ქვეყანას შემოსეული გადამთიელნი, რომელნიც ყოველნაირად ცდილობენ ქართველთა შევიწროებას; თავშესაფრის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა და სამლოცველოდ წოდებული ნაგებობების სიმრავლე. სადაც ეშმაკის მსახურნი ღვთის მსახურებად აცხადებენ თავს და იმ რიტუალების შესრულებას ავალდებულებენ მოსახლეობას, რომლითაც სიკვდილის გზაზე აყენებენ. რასაც რეალობაც ადასტურებს და უბედურ შემთხვევათა, მკვლელობათა და თვითმკვლელობათა რაოდენობის მიხედვით, მსოფლიო რეკორდს ამყარებს საქართველოს მოსახლეობა. უკანონობა, უსამართლობა, ბრიყვთა აღზევება და ჭკვიანთა განდევნა – აი ყოველივე ის, რაც ამჟამინდელი ყოფა არის ქვეყნისა. მოსახლეობა შვებას მთავრობათა არჩევნებში ხედავს, მაგრამ ვისაც აირჩევენ, მერე მის მოშორებაზე უხდებათ ბრძოლა. რადგან სხვაგვარად შეუძლებელიცაა! რამეთუ კანონი ასეთია: „როგორებიც არიან ქვეყნის მცხოვრებნი, ისეთივე არის მათ მიერ რჩეული მეუფე მათი“ (სიბრძნე ზირაქის 10-2). გარდა ამისა, როგორც ღვთის რისხვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ნიშანთაგანია, მხეცთა და ქვეწარმავალთა შემოსევა – არც ეს დაკლებიათ ქართველებს და უკვე აღარც ის ნიშანი დააყოვნებს, ღვთის რისხვის მაქსიმალურ დონეზე გადასვლას რომ მიუთითებს. ვგულისხმობ ადგილთა ძვრას, რომელიც კლიმატური კატასტროფების სიძლიერესა და სიხშირეს ნიშნავს. დიახ, მდგომარეობა საგანგაშოა და ძალიან მალე სავალალომდეც მივა, თუკი გონიერების მოხმობას არ ექნება ადგილი მათში, ვისშიაც ეს ჯერ შესაძლებელია. რამეთუ ყოველივე ეს უბედურება, რაზედაც ახლა ვისაუბრე, არა მხოლოდ ქართველებში ჰპოვებს ასახვას, არამედ მთელი მსოფლიოს ხალხებზეც. რადგან, როგორც ამას ღმერთი იუწყება, ყველა ხალხის ბედის მართვის სადავეები იმ გენში ყოფილა, რომელშიაც ღვთის სიტყვებია ჩადებული. ამასთანავე იმასაც დავძენ, რომ ღმერთს ადამიანთა მოდგმა გასანადგურებლად არ შეუქმნია და ძალიან კარგად იცის, როგორ მოიყვანოს გონს თავისი ერი. ამიტომაც თუკი ქართველები თავისი ნებით არ ისურვებენ მხილებული ჭეშმარიტების მოსმენასა და შესმენას, სამწუხაროდ მოუწევთ აღსრულება ამ კანონებისა: „ვინც კი ხორციელად იტანჯა, შეწყვიტა ცოდვის ჩადენა“ (I პეტრე 4-1) და „უფალი ამბობს: „აჰა, მე გამოვადნობ და გამოვცდი მათ. სხვა რა ვქნა ჩემი ერის ასულისათვის?“ (იერემია 9-7).
ახლა კი ორიოდ სიტყვით სიონის ასულის შესახებაც უნდა განვაცხადო საჭირო ინფორმაცია. რამეთუ ყოველივეს თავისი დრო აქვს დადგენილი ამ ქვეყნად და აი საამისო დროც დადგა. როგორც წარმოდგენილი ბიბლიური ცნობებიდან არის გასაგები, ღმერთი თავის ერს დრო და დრო აღუდგენდა მსაჯულს და იგი მასთან იყო. ცხადია, რომ ეს ხდებოდა გაჭირვების ჟამს და ახლანდელი პერიოდიც სწორედ ასეთია. მითუმეტეს, როცა უკვე გენეტიკურ საუკუნეთა სასრული პერიოდია და თანაც ისეთი საფრთხის წინაშე დგას კაცობრიობა, როცა მასში ადამიანის სახით არის მოსული ეშმაკი. რომელიც ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ემზადებოდა საიმისოდ, რომ ბინა სწორედ იმ ქვეყანაში დაედო, სადაც ღვთის რჩეული ერი ცხოვრობდა. ხოლო რაც შეეხება იმ მსაჯულს, რომელიც ღმერთმა თავის ერს აღუდგინა და მას სიონის ასულის სახელით მოიხსენიებს ბიბლია, იგი იძულებული გახადეს ქართველებმა, რომ ქვეყნიდან წასულიყო. თუმცა მას არ შეუწყვეტია მათი დასახმარებელი ქმედებები და შორი ქვეყნიდან ახორციელებს მათ. აი, ეს არის ის სინამდვილე, რისი ცოდნაც აუცილებელია ამჟამად ქართველთათვის. ვინაიდან დადგა დრო, როცა უკვე მათ აუცილებლად მოუწევთ არჩევანის გაკეთება გონების გასახსნელი იმ ორი გზიდან, რომელიც შემდეგია: ან უფლისმიერი სიმართლეს გაეცნობიან და მისი ხელმძღვანელობით იმოქმედებენ; და ანდა ღმერთის გამოცდის მომკის შედეგად შეასრულებენ უფლისმიერი სიმართლის მიღებას. მე კი ჩემდათავად არავის ვურჩევდი, რომ მეორე გზის არჩევანი გააკეთოს. ვინაიდან სწორედ მასზეა მინიშნება იმ კანონით, რომლითაც იესო იძლევა გაფრთხილებას: რომ ეცადეთ „არ მოგიხდეთ გაქცევა ზამთარში ან შაბათ დღესო“ (მათე 24-20).