არსებობს ასეთი ბრძნული გამონათქვამი: „დამალვის ყველაზე საუკეთესო საშუალება, ყველას თვალწინ ყოფნააო“. მართლაცდა პრაქტიკა იცნობს ისეთ უამრავ შემთხვევას, როცა ფარისევლობის ნიღაბმორგებული ვერაგი ადამიანები საკმაოდ დიდხანს მოღვაწეობენ ხალხის თვალწინ ისე, რომ თავიანთ ფარულ ბოროტმოქმედებებს ფარავენ ავტორიტეტის მოსახვეჭი „კეთილი“ საქმეების ჩადენის ფონზე. სწორედ ამ პრინციპით ცხოვრობს და მოღვაწეობს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ ბოროტეულად შეფასებული კაცი ანტიქრისტე. რომლის ფარისევლური ნიღაბი იმდენად მრავალშრიანია, რომ მისთვის მისი მომხსნელი ვერც ვერავინ არის – გარდა იმისა, ვინც ღმერთმა მოავლინა საიმისოდ, რომ ამ ბოროტი კაცის ვერაგობის მსხვერპლად არ ქცეულიყო სრულიად მსოფლიო საზოგადოება. ანტიქრისტეს მხილება იმიტომ არ შეუძლიათ თვით ბრძენთაც კი, რომ მისი ქმედებების დასაფარავ ღონისძიებებს, სატანამ შორეულ წარსულიდანვე ჩაუყარა საფუძველი. რითაც ღმერთისადმი რწმენის მისაღები ცოდნა უკუღმა უთარგმნა საზოგადოებას და ყოველივე ეს კი გააკეთა რელიგიების მეშვეობით.
ვინაიდან ადამიანთა ბედისწერაში მთავარ და განმსაზღვრელ როლს ღმერთისადმი რწმენის ჭეშმარიტების მაჩვენებელი ასრულებს. ამიტომ კაცობრიობა ოდითგანვე წყევლაში იმყოფება და ღვთის რისხვის განაჩენის მომკაშია. ამ ქვეყნად ყოველივეს აქვს დასაწყისიც და დასასრულიც და ეს ეხება საკაცობრიო ბედისწერის წყევლაში ყოფნასაც. რაც იმის მომასწავებელია, რომ ან სრულიად უნდა განადგურდეს კაცობრიობა და ანდა უნდა გამოვიდეს წეყევლიდან. რადგანაც უკვე დადგა ის დრო, როცა ძალიან მოახლოებულია ამ განაჩენის აღსრულების მომენტი და საამისოდ, სატანის ძალით მოვლინებული ანტიქრისტეს მოღვაწეობა აჩქარებს კიდეც ამ პროცესს. რა თქმა უნდა თავის ქმნილებას გასანადგურებლად არ გაიმეტებს უფალი ღმერთი და მანაც კაცობრიობის გადასარჩენად აღასრულა დადებული აღთქმა და მოავლინა მხსნელი – ადამიანის სახით.
რადგანაც ქვეყნად ანტიქრისტე მოქმედებს, ამიტომაც ცხადია, რომ სიცრუე ბატონობს და ყოველი ღონეა მიღებული ჭეშმარიტი სიმართლის დასაფარავად. რაც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ სიმართლით მომქმედნი ჩაგრულ მდგომარეობაში იმყოფებიან და მათ სიტყვასაც ყოველმხრივ აღმართული აქვს ხელოვნური ზღუდე. მაგრამ ფაქტი კი ისაა, რომ ქმნილებანი წინ ვერ აღუდგებიან შემქმნელს, რომელსაც თავისი ქმნილება უმიზნოდ არ შეუქმნია და ამიტომაც არც მის განადგურებას დაუშვებს!!! ხოლო გადარჩენა და განადგურება კი, თითოეული ადამიანისათვის საკუთარ ნებაზეა დამოკიდებული იმით, თუ რამდენად მოისურვებს იმას, რომ თავისი რწმენა ჭეშმარიტ გზაზე გადაიყვანოს.
ანტიქრისტეს სამხილებლად აუცილებელია ის, რომ საზოგადოება ქრისტეს მეორედ მოსვლის დეტალებზე ფლობდეს საჭირო ცოდნას. რომლის მისაღები გზაც ბიბლიაზე გადის და ის კი მოსულს „გამარჯვებულს“ უწოდებს და მის შესახებ ამბობს: რომ „ღმერთისაგან მიცემული აქვს წყალობა გადანახული მანანისაგან და თეთრი ქვა, რომელზეც დაწერილია ახალი სახელი და ეს მის გარდა არც არავინ იცის“ (გამოცხადება 2-17). გარდა ამისა, იგი მოხსენიებულია „თეთრი ცხენის იმ მხედრად, რომელსაც ჰქონდა მშვილდი და გვირგვინი და გამოვიდა გამარჯვებული, რათა გაემარჯვა“ (გამოცხადება 6-2). აგრეთვე ასეც: „გაიმარჯვა ლომმა, იუდას ტომიდან, დავითის ფესვმა, რათა გახსნას წიგნი და მისი შვიდი ბეჭედი“ (გამოცხადება 5-5). ხოლო ყველა ამ ცნობას კი საბოლოოდ მივყავართ ამ განცხადებაზე: „აჰა, მოდის დღეები და მე აღვადგენ იმ კეთილ სიტყვას, რომელიც წარმოვთქვი ისრაელის სახლზე და იუდას სახლზე. იმ დღეებში და იმ ჟამს აღმოვუცენებ დავითს მართალ ყლორტს და ის იქმს სამართალსა და სიმართლეს ქვეყანაზე. აჰა, რა ეწოდება მას: „უფალია ჩვენი სიმართლე“ (იერემია 33-14,15,16).
არაერთხელ მითქვამს და კვლავ გავიმეორებ: ბიბლია „კეთილ სიტყვას“ უწოდებს ქრისტეს (იოანე 6-68). ხოლო „სიკვდილით შემოსილ სიტყვას“ (ზირაქი 23) კი – ანტიქრისტეს. რომლისგანაც გამოსული ინფორმაცია „ღვთის საგმობი შინაარსისაა“ (გამოცხადება 13-5,6,7) და ავმეტყველების სტატუსი აქვს მინიჭებული ღმერთის მიერ. ამიტომაც მისი მიმღებნიც იმკიან ღვთის რისხვას და მისი პირით წარმოთქმული „დალოცვაც“ წყევლად ევლინება ადრესატს.
რაც შეეხება იმ ცნობებს, რომელთაც გაწვდით, მის თაობაზე ასეთ ინფორმაციას იძლევა ბიბლია: „ეს იცოდეთ უპირველეს ყოვლისა, რომ წერილის არავითარი წინასწარმეტყველება თავისით არ განიმარტება. ვინაიდან წინასწარმეტყველება არასოდეს არ წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები სულიწმიდის მიერ აღძრულნი, ღვთისაგან წარმოთქვამდნენ მას“ (II პეტრე 1-20,21) და „ის სახარება, რომელიც ჩემგან გეხარებათ, არ არის კაცთმიერი“ (გალატელთა 1-11). ვინაიდან „ყველა კეთილი საბოძვარი და სრულყოფილი ნიჭი (გონიერება) მაღლიდან მოდის, ნათელთა მამისაგან. რომელთანაც არ არის ცვლილება და არც ჩრდილი ცვალებადობისა. მან თავისი ნებით გაგვაჩინა ჩვენ, ჭეშმარიტების სიტყვით. რათა ვიყოთ ვითარცა პირველ ნაყოფი, მის მიერ შექმნილთა შორის“ (იაკობი 1-17,18).
რაც შეეხება საკაცობრიო გენეტიკური ნაყოფ „გონიერი სხეულის მქონე ადამიანის“ მიღების დროს, იგი წოდებულია საუკუნეთა ბოლო ჟამად. ამ დროისათვის ცნობილია ის, რომ საკაცობრიო მიმდინარეობის ფონზე წარმოშობილი ადამიანთა ორი საპირისპირო – ღვთიური და სატანური ძალის დაქვემდებარებაში მყოფი კატეგორია, გამიჯნული უნდა იქნას ერთმანეთისაგან. ბიბლიით ცნობილია ისიც, რომ ამ დროს დედამიწას მოევლინებოდა ადამიანის სახით მოსული ეშმაკი – კაცი ანტიქრისტე, რომელიც რელიგიურად მაღალიერარქიული წოდების პირი იქნებოდა. მოვიყვან ამ ცნობების ბიბლიურ დასტურს: „უკანასკნელი ჟამია და მოდის ანტიქრისტე; და ამით ვიცით, რომ უკანასკნელი ჟამია“ (I იოანე 2-18). „განდგომილება მოვა. ხოლო ურჯულოების კაცი, ძე დაღუპვისა. წინააღმდგომი და აღზევებული ყოველივეზე მაღლა. ღვთის ტაძარშიაც კი დაჯდება და თავს ღმერთად გამოაცხადებს“ (II თესალონიკელთა 2-3). „ციდან გადმოგდებული იქნა დიდი გველეშაპი. ძველი გველი, რომელსაც ეწოდება ეშმაკი და სატანა. ვაი მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი დიდი მძვინვარებით“ (გამოცხადება 12-9,12). „მიეცა მხეცს ხელმწიფება სამოქმედოთ 42 თვეს“ (გამოცხადება 13-5), „რომ არავის შეეძლებოდა ყიდვა-გაყიდვა მათ გარდა, ვისაც ექნებოდა ნიშანი – მხეცის სახელი ან მისი სახელის რიცხვი; და მოკლული ყოფილიყო ყოველი, ვინც თაყვანს არ სცემდა მხეცის ხატებას“ (გამოცხადება 13-15,17).
უკვე გაცნობეთ კიდეც და კვლავაც აღვნიშნავ: ანტიქრისტეს ხელმწიფობის პერიოდში, მაღალ თანამდებობებსა და მატერიალურ სიმდიდრეებს დაპატრონებულნი იქნებოდნენ სატანური ძალის ძალოვანნი!!! ხოლო ღვთიურ ძალას დაქვემდებარებაში მყოფნი კი ჩაგრულ ფენას განკუთვნილნი. თანახმად სამყაროს კანონისა: „მხილებული ნათლით მჟღავნდება. ვინაიდან ყოველივე რაც გამომჟღავნდება ნათელია“ (ეფესელთა 5-14) – სიცრუით შექმნილი გარემოების ძირეულ ცვლილებას, წინ უძღვის ამ ტყუილის მხილება. ხოლო რაც შეეხება იმას, რომ ტყუილი არ გამომჟღავნდეს, ეს შეუძლებელია!!! ვინაიდან სიცრუით ჭეშმარიტებაა გადაფარული იმ დრომდე, სანამ ჭეშმარიტებას აღსრულების ჟამი დაუდგება. ხოლო ეს მატერიალური სამყარო კი ისეთ პრინციპზეა დამყარებული, რომ ჭეშმარიტება ყოველთვის წარმოდგება ფაქტების სახით!!!
დიახ, რა თქმა უნდა ჭეშმარიტება ყოველთვის სრულდება ფაქტებად. მაგრამ რა ბედი უწერიათ იმ ადამიანებს, ვინც სიცრუის ბოლომდე ერთგულნი დარჩებიან? ამის პასუხი აშკარაა: ყველას თავისი რწმენა გადაარჩენს, ან დაღუპავს!!! ე.ი. სიცრუის რწმენით მავალთ, სიცრუესავით დაღუპვა უწერიათ და სიმართლის მრწმუნებლებს კი – გადარჩენა და ბედნიერად ცხოვრება!!! არჩევანის უფლება კი ადამიანებს თავისუფალ ნებად აქვთ მინიჭებული, ღმერთის მიერ.
ასე რომ, აქ ექნება ადგილი ანტიქრისტეს მხილებას. ვინ რას დაიჯერებს, რა თქმა უნდა ეს თავისი ნებაა. მაგრამ მათ რწმენაზე პასუხის გაცემა კი ისე იქნება, როგორც გაცნობეთ!!! მაშასადამე განვაგრძობ მხილებას და დავიწყებ ამ ცნობით:
„უფალია ჩვენი სიმართლის“ პირველ წიგნში: „სიბრძნე სიმართლისა“, გაცნობეთ პირველი ფსიქოტრონული იარაღის შემქმნელის, ქართველი ონისე თარხნიშვილის შესახებ. რომლის მიერ შექმნილ ფსიქოტრონულ იარაღს „ფსიქოტრონ – 001“-ს პრაქტიკაში იყენებდა სტალინი. ამ ხელსაწყოს საშუალებით შესაძლებელი იყო ადამიანის აზროვნებაზე ზემოქმედება მხოლოდ 1-2 კილომეტრის რადიუსის მანძილზე. აგრეთვე გაცნობეთ ისიც, რომ ონისე მოიტაცეს ამერიკელმა სპეცსამსახურის თანამშრომლებმა და თავისთავად ცხადია ის, რომ ეს მის ცოდნას უკავშირდებოდა. მას შემდეგ მრავალმა წელმა განვლო ტექნიკური ძვრების აღმასვლაში. ცხადია, რომ ფსიქოტრონული იარაღის წარმოებაშიც მოხდებოდა დახვეწა და მოხდა კიდეც. ამჟამად არსებული ის საშუალებები, რომელთაც ამერიკა იყენებს, ბევრად მაღალი შესაძლებლობისაა, ვიდრე მისი წინამორბედი. თუმცა საფუძვლად მისი მუშაობის პრინციპი უდევს.
ამერიკული სპეცსამსახურები აღჭურვილი არიან ტექნიკის ისეთი დანადგარებით, რომელთაც გაცილებით შორ მანძილზე შეუძლიათ ფუნქციონირება. დავძენ იმასაც, რომ ამ იარაღთა არსებობას, მათი მუშაობის პრინციპსა და გამოყენებას ისინი მკაცრად ასაიდუმლოებენ; და მათზე ინფორმაციას მხოლოდ ერთეულნი მავანნი ფლობენ. რაც შეეხება იმას, თუ როგორ გახდა ეს ინფორმაცია ჩემთვის ხელმისაწვდომი, მასზე პასუხს გაგცემთ შემდეგი ბიბლიური კანონებით: „არცერთი ქმნილება არ არის დაფარული უფლის ხედვისაგან“ (ებრაელთა 4-13) და „არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს და დამალული, რომ არ გამჟღავნდეს“ (მათე 10-26). „რადგან მაღალს უთვალთვალებს მასზე მაღალი, ხოლო მათ ზემოთ კიდევ არის უფრო მაღალი“ (ეკლესიასტე 5-7). „ყველაფერი კი უფლის ნამოქმედარია და დროულად აღესრულება მისი ყოველი ნაბრძანები. არ ეგების თქმა: ეს რა არის? ეს რისთვისაა? რადგან ყოველივე თავის დროზე გაირკვევა!“ (ზირაქი 39-16). ვინაიდან „უზენაესი ხელმწიფებს კაცთა სამეფოზე და ვისაც უნდა, იმას აძლევს მას“ (დანიელი 3-60). „არის ცაში ღმერთი, საიდუმლოთა განმცხადებელი. რომელიც ამცნობს მის რჩეულს, რა იქნება მომავალში“ (დანიელი 2-28).
მაშასადამე რასაც ვწერ, ყოველივე უფლის ნებით მეცნობება და ის ჭეშმარიტებაა. რადგან გამყარებულია სამმაგი მტკიცებულებით: სპეციალური ცოდნით, ბიბლიის სათანადო კანონებითა და აღსრულების პრაქტიკული ფაქტებით. ხოლო რაც შეეხება ზემოთ თქმულს, მინდა იგი უფრო გასაგებად წარმოგიდგინოთ: თუკი ქმნილება ადამიანმა მოახერხა ისეთი ტექნიკური შედევრის შექმნა, როგორიცაა კოსმოსური თანამგზავრი და მისი საშუალებით შესძლო ადამიანთა კონტროლი. როგორ ფიქრობთ, თავად ადამიანისა და ამ სამყაროს შემქმნელ ღმერთი – რომელმაც ეს სამყარო ისეთნაირად შექმნა, რომ მასში არც არაფერი იკარგება და უკანონზომიეროდ არანაირი ცვლილება არ ხდება – ადამიანთა ფიქრებს არ შეუქმნიდა არქივს და მათ დაუფიქსირებელს ან გაუკონტროლებელს დატოვებდა?! რა თქმა უნდა არ დატოვებდა!!!
კაცობრიობის დასაბამიდან მოყოლებული, თითოეული ადამიანის ნაფიქრ-ნააზრევიდან ერთი სიტყვაც კი არსად დაკარგულა. არამედ დაფიქსირებულია სულთა საბრძანებელის ე.წ. „საკაცობრიო არქივში“ და რეინკარნირებულ სულთან ერთად მემკვიდრულ გენად გადაეცემათ შთამომავალთ. რასაც ჩვენ მემკვიდრეობით გადაცემულ ნიჭს ვუწოდებთ. ვინაიდან ადამიანის ორგანიზმი ისეა მოწყობილი, რომ მასში სიტყვა განიშლება უნარის მიხედვით – ანუ სხეულის ნაწილების ფუნქციური დანიშნულებით ათვისებისდა შესაბამისად. ხოლო რაც შეეხება საკაცობრიო არქივის წვდომის უნარს, მისით აღჭურვა მხოლოდ ქრისტეს სულის მიღებით არის შესაძლებელი. ამიტომაც ამ უნარის მქონე ადამიანისათვის ვერაფერი იქნება დაფარული და სწორედ ამით ამოიცნობთ მას!!!
სანამ ამერიკელთა მიერ გამოყენებულ ფსიქოტრონული მოწყობილობის მუშაობის პრინციპს გაგაცნობთ (რომელი აპარატურითაც საქართველო გულუხვად დაასაჩუქრეს), მანამ მინდა კვლავ შეგახსენოთ ის, თუ რას წარმოადგენს სიკვდილი: რომ იგი სულიერ-გონებრივ და ხორციელ-აზროვნებით პროგრამებს შორის აცდენაა – როდესაც აზროვნება, რომელიც გულის ზრახვებით განიგება, საკუთარ არქივში იწერს იმ შინაარსს, რომელიც ვერ წარმოშობს იმგვარ გრძნობებს, რომელნიც უნდა შეესაბამებოდნენ ამ პიროვნების ინდივიდუალურ კოდს და რომელი გრძნობებიც საჭიროა საიმისოდ, რომ გონებამ იფუნქციონიროს. რისი ქმედებითაც ხდება სიცოცხლის არსებობა. ამიტომ სახეზეა ასეთი შედეგი: სულისა და სხეულის გაყრა.
ახლა კი აღვწერ იმ ხელსაწყოს მუშაობის პრინციპს, რომლითაც შესაძლებელია მსხვერპლად შერჩეული პიროვნებისათვის სასიკვდილო ინფორმაციის გაგზავნა შორეულ მანძილზეც კი. რა თქმა უნდა ეს ინფორმაცია იმ ძალის მატარებელია, რომ მისი მიმღების სიკვდილი გარდაუვალია და მის გასაუვნებელყოფად ნებისმიერი ამ ქვეყნიური საშუალება უძლურია. გამონაკლისია მხოლოდ ისეთი შემთხვევა, რასაც ჩვენ ღვთიურ სასწაულს ვუწოდებთ და მისი დაშვება კი მხოლოდ საკაცობრიო გენეტიკის კანონმდებლობით არის განსაზღვრული. დაწვრილებით რომ მოგითხროთ თუ რა შემთხვევაზეა საუბარი, საამისოდ უნდა შეგახსენოთ ის ერთეული შემთხვევები, რომელთაც კაცობრიობის არსებობის ისტორიაში ჰქონდა ადგილი და რომელთაც ტელეპორტაცია ჰქვია. წიგნში „სიბრძნე სიმართლისა“, დავასახელე ერთ-ერთი ასეთი ფაქტიც. რომელიც „ფილადელფიის ექსპერიმენტის“ სახელით განხორციელდა. ამასთანავე მოგაწოდეთ ცნობა იმ ველზეც, რომლის გამოყენებასაც ამ პროცესის დროს ჰქონდა ადგილი. მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ აქაც გავიმეორო მის შესახებ: მატერიის ნებისმიერი ელემენტარული ნაწილაკი ხასიათდება სამი მუდმივობის აუცილებლობით: 1)მასით; 2)მუხტით და 3)სპინით. აქედან: 1)მასას შეესაბამება გრავიტაციული ველი; 2)მუხტს – ელექტრომაგნიტური; ხოლო 3)სპინს კი – ტორსიული ველი. სწორედ ტორსიულ ველზე არის დამოკიდებული ინფორმაციის გასვლა, როგორც ადგილობრივ გარემოში (დედამიწაზე), ასევე კოსმოსშიც. მისი სიჩქარე ბევრად აღემატება სინათლის სიჩქარეს და ამიტომაც მანძილი მასზე ნაკლებად მოქმედებს. ეს ველი გამოიყენება ტელეკინეზისა და ტელეპორტაციის დროს; და აგრეთვე სულის კოსმოსში გასვლის დროსაც.
ახლა კი აღვწერ იმ ფსიქოტრონული იარაღის მოქმედების პრინციპს, რომელიც ჩემზე იქნა გამოყენებული და რომლის ფუნქციონირებისთვისაც იყენებენ ზემო ხსენებულ ველს. ამ იარაღის გამოყენებისათვის საჭირო არის მსხვერპლად შერჩეული პიროვნების კომპიუტერული ორეულის შექმნა სახიერი მსგავსებითა და ხმის ჩანაწერით. შემდეგ კი ამ ორეულზე ხდება დაპროგრამება გონების პროგრამის საწინააღმდეგო პროგრამისა. რის შემდეგაც ჩანაწერი უნდა დაპროგრამდეს კავშირგაბმულობის სისტემის შერჩეული ნომრის ხაზზე და ამ ნომერზე ჩართული მობილური ტელეფონის დახმარებითა და სათანადო სიძლიერის სატანური ძალის მქონე ე.წ. „კურიერის“ საშუალებით მყარდება კავშირი საიმისოდ, რომ ადრესატამდე მიღწეული იქნას სასიკვდილო პროგრამის მომცველი ჰაერ-წვეთოვანი ჩიპი. რომელიც გარეგნულ სახიერად გამჭვირვალეა და მიმსგავსებულია სულს. სწრაფი ბრუნვითი მოძრაობით, რომელიც ძაფდახვეული თითისტარის ბრუნვას წააგავს, ხდება მისი მსხვერპლამდე მიტანა. რასაც მოყვება მიმღების მიერ მისი ჩაყლაპვა. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მსხვერპლი წინ აღუდგეს ამ „ნობათის“ მიღებას, ეს შეუძლებელია. რადგან, როგორც უკვე მოგახსენეთ კიდეც, ე.წ. მოვლინებული კურიერისა და მობილური ტელეფონით მიღებული ფსიქოტრონული აპარატიდან გაშვებული სიგნალებით, იგი დაგიპნოზებულია ისე, რომ არ ძალუძს წინააღმდეგობის გაწევა.
რაც შემეხება მე, მიუხედავად იმისა, ინფორმირებული ვიყავი და ვიცოდი, რომ მათ ჩემზე ზემოქმედებისათვის სჭირდებოდათ ჩემი ხმა და თვალების სხივი; ზეწოლის შედეგად, რომელიც განახორციელეს მობილური ტელეფონის საშუალებით, მომენტალურად დამავიწყდა ეს და მათ მიიღეს ჩემი ხმის ჩანაწერიც და თვალის სხივიც დააფიქსირეს. სანამ ამ პროცედურას ჩაატარებდნენ, მანამ უკვე ვიყავი ღმერთისაგან ინფორმირებული სამი გაფრთხილებით:
1)მოვკვდებოდი, მაგრამ გავცოცხლდებოდი რამდენიმე დღეში. მოვლენების განვითარებამდე ერთი კვირით ადრე, ეს ინფორმაცია ვაცნობე ჩემს მეუღლესა და ქალიშვილს და მკაცრად გავაფრთხილე, რომ არავითარ შემთხვევაში არ დავეკრძალე.
2)ვიცოდი, რომ არ უნდა მიმეღო უცხო სტუმარი. მაგრამ ამის გაკეთება ვერ შევძელი, ქართული სტუმართმასპინძლობის წესის დაცვის გამო.
3)ვიცოდი ისიც, რომ ვიღაც ძალიან ახლობელი იყო სატანისაგან ხელდასმული და ჩემი განადგურების მსურველი. ამ შემთხვევის შედეგად ამ პიროვნებამაც ამხილა თავი.
ახლა კი მოკლედ აღვწერ იმ პროცესს, თუ როგორ განვითარდა მოვლენები იმ უცხო სტუმრის მოსვლის მომენტიდან. რამოდენიმე წუთში ვიგრძენი, რომ ჩემმა თვალებმა დაკარგეს კოორდინაციის უნარი. რადგანაც მე უკვე მქონდა სათანადო ცოდნა, ამიტომ უმალ მივხვდი თუ რა მოვლენასთან მქონდა საქმე და სასწრაფოდ გავიქეცი ყველაზე მოშორებულ ოთახში და საჭირო ცოდნით აღვიდგინე მდგომარება. რა თქმა უნდა, აღარ გამოვსულვარ ოთახიდან სტუმრის წასვლამდე. რაზედაც მეუღლისაგან გაოცების გამოხატვა მივიღე. მე ჩემი ქცევის ახსნისაგან თავი შევიკავე, რადგანაც ვიფიქრე, რომ „გადავრჩი“. მაგრამ თურმე ამაოდ. რადგან მეორე დღეს გაუფრთხილებლად კვლავ გვეწვია ის სტუმარი, თან თავის ქალიშვილთან ერთად და ამიტომ იძულებული გავხდი ყავით გავმასპინძლებოდი. რითაც მომიწია ოთახში მასთან დაყოვნება. სულ რაღაც 30 წუთის გასვლის შემდეგ ვიგრძენი აუტანელი ტკივილი მარჯვენა ხელის მაჯის გასწვრივ და ხელზე დავიხედე. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა დავინახე, რომ მაჯის სახსრები ერთმანეთს შორდებოდა და მათ შორის ჩაღრმავება ისე ძალიან გაიზარდა, რომ გვერდით მჯდომი ჩემი ქალიშვილის განცვიფრებაც გამოიწვია. ტკივილმა გონს მომაგო, გამახსენდა ღმერთისაგან გამაფრთხილებელი ნიშანი მარჯვენა ხელზე და კვლავ გავექეცი სტუმარს. მაგრამ ამჯერად უკვე ვეღარ ავიცილე მისი თვალის სხივის სივერაგე. მართალია ის კაცი მას შემდეგ აღარ გამოჩენილა, მაგრამ იმ ღამესვე მომივლინეს სასიკვდილო პროგრამა.
რასაც ახლა დავწერ, ბევრს შეიძლება შეუძლებლობად მიგაჩნდეთ. მაგრამ გაითვალისწინეთ ის, რომ რაც კაცთათვის შეუძლებელია, მისი გაკეთება ღმერთისათვის დასაშვებია; და რადგანაც მისი ძალით შესრულებული ქმედებები აღემატება ჩვენს შესაძლებლობებს, ამიტომაც ვუწოდებთ მათ სასწაულს. თუმცა ვერც იმას ვუარყოფთ, რომ ასეთი სასწაულები არ არსებობენ. რადგან ისინი ჩვენს თვალწინ ფაქტებად ხდება. რაზედაც ახლა გესაუბრებით, ყოველივე სრული სიმართლეა მხოლოდ და არც არაფერია გადამეტებული. რომლის თვითმხილველნიც არიან ჩემი ოჯახის წევრები და აქ (უცხოეთში) მყოფი რამოდენიმე ქართველი. რა თქმა უნდა ყოველივეს დაწვრილებით აღწერას არ ვაპირებ. მხოლოდ გეტყვით იმას, რომ აზროვნების გაუთიშავად გამოვცადე ის პროცესი, რასაც სხეულიდან სულის ამოსვლით მიღებული გარდაცვალება ჰქვია და ყოველ ადამიანში ის ხდება აზროვნების გათიშვით. ასევე აზროვნების თანხლებით მოხდა ახალი სულის მიღებაც, რომელი მოვლენაც ასევე კლინიკური სიკდილის დროს არის შესაძლებელი და ისიც ყოველთვის აზროვნების გათიშული მდგომარეობით ხდება. ე.ი. ის პროცესები, რაც ყველა ადამიანში ხდებოდა და ხდება აზროვნების გათიშვით, ჩემს შემთხვევაში ცნობიერების გაუთიშავად მოხდა.
როგორც უკვე გაცნობეთ, მე უკვე ინფორმირებული ვიყავი სულიწმდის მიერ და ვიცოდი, რომ მოვკვდებოდი. ოღონდ ის კი ნამდვილად ვერ წარმომედგინა, რომ გარდაცვლილ მდგომარეობაში აზროვნების გაუთიშავად აღმოვჩნდებოდი; და რომ არა ის ცოდნა, რომლითაც მანამ აღმჭურვა უფალმა და რომელიც უკვე გადმოცემული მქონდა წიგნით „სიბრძნე სიმართლისა“, ამ მდგომარეობას ვერც გავუძლებდი და ვერც გამოვიდოდი მისგან. გარდა ამისა, გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე დავიწყე კიდეც მომზადება საამისოდ: ერთი კვირის განმავლობაში მხოლოდდამხოლოდ მცენარეული საკვებით ვიკვებებოდი და მთელ დღეებს იმ სათანადო ლოცვაში ვატარებდი, რომლის შესახებაც მხოლოდ მე ვარ ინფორმირებული. რასაც ბიბლიაც ამოწმებს: „არავის ეცოდინება გარდა მიმღებისა“ (გამოცხადება 2-17).
აღნიშნული პროცესი კლინიკურად გამოვლინდა შემდეგნაირად: 14 დღე-ღამის განმავლობაში, მხოლოდ პირველ დღეს მივირთვი 250 გრამი იოგურტი და 3 ჭიქა წყალი. მეორე დღეს მხოლოდ 3 ჭიქა წყალი. ხოლო დანარჩენი 12 დღე-ღამის განმავლობაში კი არანაირი საკვები არ მიმიღია და წვეთი წყალიც კი არ შემისვამს. 3,5 დღის განმავლობაში გაჩერებული იყო ჩემი გული. არ მეძინა საერთოდ და გაუჩერებლივ ვიმეორებდი იმ ლოცვას, რომელზედაც უკვე გითხარით, რომ მის შესახებ ჩემს გარდა არავინ იცის. გარდა ამისა, ამ პერიოდში მოქმედებითაც ვასრულებდი იმ მითითებებს, რომელსაც ადამიანური თვალთახედვისათვის უხილავი არსებები მკარნახობდნენ და თანაც ხედვითაც მაჩვენეს ბევრი რამ „სამყაროსეული სარკის“ საშუალებით. ტანჯვის რა სახიერი პროცედურებიც გამოვიარე, მათი სრულყოფილად გადმოცემა ჩემს ძალებს აღემატება და არც მსურს მათი გახსენება. მხოლოდ გეტყვით იმას, რომ მე-14 დღის საღამოს, საწოლზე ჩამომჯდარი ვლოცულობდი. იქვე, ცოტა მოშორებით იდგა პატარა კომოდი, რომლის თავზეც იდო პატარა ლამბაქი სველი ბამბით. რომელსაც ხანდახან ვიყენებდი ენის დასასველებლად, რათა სასას არ მიჰკვროდა და მეტყველება შემძლებოდა. უცებ მოხდა ის, რასაც ჩვენ სასწაულს ვუწოდებთ. ეს ლამბაქი თავისით აიწია მაღლა – თითქმის ჭერამდე და შემდეგ ისეთი ძალით დაენარცხა ძირს, რომ სულ ნამსხვრევებად იქცა. ამ შემთხვევის მე-2 დღიდან უკვე ჭამაც შევძელი და ძილიც; და თუკი მანამ რაიმე მაწუხებდა, ყოველივე წარსულს ჩაბარდა. თავი ძალიან რომ არ შეგაწყინოთ, მოკლედ გეტყვით: როგორადაც ფაქტებმა აჩვენეს, მე აღმოვჩნდი ბიბლიის ამ ცნობის: „ვიცნობ ერთ კაცს ქრისტეში, რომელიც 14 წლით, არ ვიცი სხეულში, არ ვიცი სხეულის გარეთ, ღმერთმა იცის. ატაცებული იქნა მესამე ცამდე; და ვიცი ისეთ ადამიანზე, სხეულში იყო თუ სხეულის გარეშე, არ ვიცი, ღმერთმა იცის. რომ ის ატაცებული იქნა სამოთხეში და ისმენდა ენით გამოუთქმელ სიტყვებს. რომელთა გამოთქმაც ნებადართული არა აქვს ადამიანს“ (II კორინთელთა 12-2,3,4) – მეორედ აღმსრულებელი. რადგანაც იგი პირველად იესო ნაზარეველმა აღასრულა საუკუნეების წინ მაშინ, როცა მასზე სულიწმიდა გადმოვიდა და ებოძა ქრისტეს სული. მართალია მაშინ ფსიქოტრონული იარაღი არ იყო, მაგრამ სხვა გზაც არსებობს იმისა, რომ ადამიანი ასეთ მდგომარეობამდე იქნას მიყვანილი. თუმცა ბიბლიას მასზე ისე პირდაპირ და დაწვრილებით არ უსაუბრია, როგორც ეს მე ჩემს შესახებ გაცნობეთ. არამედ მის გადმოსაცემად გამოიყენა გადატანითი მნიშვნელობის გამოყენების წესი და პროცესიც ასე წარმოადგინა: „სულმა წაიყვანა იესო უდაბნოში ეშმაკისაგან გამოსაცდელად“(მათე 4-1). აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ ეს ცნობა დასტურია იმისაც, რომ სულმა სამოთხეში გასაღწევად, ჯერ ჯოჯოხეთის გავლა და მისი დაძლევა უნდა შესძლოს!!! როგორც ამას ბიბლიაც განმარტავს კიდეც: „ავიდა რას ნიშნავს, თუ არა იმას, რომ ქრისტე პირველად მიწის ქვესკნელში ჩავიდა? ჩასული კი იგივეა, რაც ასული ყველა ცაზე მაღლა, რათა აღავსოს ყოველივე“ (ეფესელთა 4-10).
დიახ, მე ვიყავი ასეთ მდგომარეობაში 14 დღე-ღამის განმავლობაში. ვინაიდან ჩემი მხედველობა გადართული იყო გონების დიაპაზონზე, ამიტომ უამრავი დაფარული რამ ვიხილე და გავიგე: წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებ; და რაც მთავარია, შევძელი ანტიქრისტეს ამოცნობა. რაც არის ჩემთვის იმის პირდაპირი ვალდებულება, რომ აუცილებლად უნდა ვამხილო იგი!!! საამისოდ კი უპირველეს ყოვლისა ის ფაქტი უნდა შეგახსენოთ, რომ თვით სატანა, ადრე ანგელოზი იყო. ამის გამო მან საკმაოდ ბევრი რამ იცოდა ამ სამყაროს საიდუმლოებათაგან. მან იცოდა ისიც, თუ ქრისტეს სულის მეორედ მოვლინება რომელ გენში მოხდებოდა (რისი გამოთვლაც შეიძლება იმ სქემებით, რომელნიც შეტანილია წიგნში „ადამიანის გენეტიკა კაცობრიობის დასაწყისიდან, მის დასასრულამდე“). ამიტომ ამ გენის გასანადგურებელ ქმედებებს ადრეულ საუკუნეებიდანვე ჩაუყარა საფუძველი. თუმცა არც ის არის ძნელი მისახვედრი, რომ ღმერთისათვის არ არის დაფარული არანაირი ზრახვანი და ის კი თავის საიდუმლოებებს უმხელს მხოლოდ მათ, ვინც მის მიერ დაწესებული კანონების საქმით დამცველია. რადგან მხოლოდ ასეთ ადამიანებში არის შესაძლებელი ღვთიური ძალის მოქმედება. ხოლო რაც შეეხება სატანის ზრახვებს, იგი ეცნობებათ სატანური ძალის მქონე ძალოვანებს, რომელთაც ანტიქრისტეს მოღვაწეობის პერიოდში, ცხადია ყველა სფეროში მაღალი თანამდებობები ეკავებათ და ეს ასეა კიდეც. ამიტომ ამ ძალოვანებმა ჩემი ფუნქციური მოვალეობის შესახებ უფრო ადრე იცოდნენ, ვიდრე ამას მე გავიგებდი. თუმცა მათთვის ჩემი პიროვნულობა არ იყო ცნობილი მანამ, სანამ მე იმ კრავივით არ მოვიქეცი, მანდამაინც მგლის წინ რომ იწყებს კიკინს. ყველაფერი კი ასე დაიწყო: ქრისტეს სიტყვის გამოცხადება, მისი მეორედ მოსვლის შესახებ – რომელიც წარმოადგენს „ბაგეთა სულის“ (II თესალონიკელთა 2-8) შესატყვისს – ბიბლიის მითითებისდა შესაბამისად (მიქა 4-11) გადავაგზავნე „ბაბილონში“, გაზეთ „მამულის“ რედაქციაში. „ვინაიდან ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი; და აღწევს სამშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფის ადგილამდე; და განიკითხავს გულის აზრებს და ყოველგვარ ზრახვებს“ (ებრაელთა 4-12), ამიტომ ორლესულ მახვილზე ბასრმა სიტყვამ ანტიქრისტეს გული გასერა და „სასიკვდილოდ განგმირა. მაგრამ ეს სასიკვდილო ჭრილობა განიკურნა და განცვიფრდა მთელი მიწა და უკან გაედევნა მხეცს“ (გამოცხადება 13-3). ამოქმედდა სატანური შავი სამყარო, რომელნიც ელოდნენ ამ მოვლენას და მის დასახვედრადაც მიღებული ჰქონდათ ზომები. სასწრაფოდ გაუკეთეს ანტიქრისტეს კორონალური სისხლძარღვების სტენტირება და მთელ ერს მოუწოდეს, რომ ელოცათ მის გადასარჩენად. სამწუხაროდ, ჭეშმარიტ ცოდნას განრიდებული ხალხი წამოეგო მათ მიერ გადაგდებულ ანკესზე და ანტიქრისტეს სასიცოცხლო დრო გაუხანგრძლივეს – თავიანთი და საკუთარი შვილების სასიცოცხლო ენერგიის მისთვის შეწირვის ხარჯზე.
ნუ გაიოცებთ, ეს არ არის ზღაპარი!!! ბევრი რამ არის ამ სამყაროში ისეთი, რაც არსებობს ადამიანის გვერდით, მაგრამ მისი ცნობიერებისათვის კი შეუმჩნეველია. რისი მიზეზიც ადრე თუ ის იყო, რომ აზროვნება გენეტიკური თვალსაზრისით არ იყო ზრდასრული; ამჟამად მართალია უკვე მიაღწია სრულყოფილობის დონეს. მაგრამ ამჟამინდელი ადამიანის ცნობიერება ისეა გადატვირთული პირად პრობლემური წვრილმანებით, რომ მსხვილმანის დანახვა და მითუმეტეს შეცნობა, აღარ შეუძლია.
ერთმანეთს გამიჯნული და დაპირისპირებული მეცნიერება და რელიგია, სატანამ თავის ნებაზე ატარა. ამიტომაც საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ამ ორ მიმდინარეობას არის დაყრდნობილი, ისე განაწყო, რომ მისთვის ჭეშმარიტება დაფარული ყოფილიყო და სიცრუე კი სიმართლედ მიეღო. განსაკუთრებით კი იმ სფეროში, რომელსაც ღმერთისადმი რწმენა ჰქვია და რომლითაც განისაზღვრება ადამიანის ბედისწერა. ამიტომაც დღეს, როცა ჭეშმარიტებას ფარდა ექნა ახდილი და მხილებული იქნა ის ბოროტება, რაც კაცობრიობას სატანამ მოუვლინა, უკვე ადამიანთა ცნობიერება ისე შორს მანძილზეა შეჭრილი სიცრუის რწმენის სიღრმეში, რომ ჭეშმარიტი სიმართლის დაჯერება აღარ შეუძლია მანამ, სანამ სიმართლის ნაყოფის ფაქტებს არ შეეჯახება. რის სიმძიმესაც უამრავი ადამიანი ვერ გაუძლებს და უკვე ასეც ხდება კიდეც: დღითიდღე იზრდება თვითმკვლელთა და ე.წ. კამიკაძეების რიცხვი და შორს არ არის ის დრო, რომ ამას უკვე ის პროცესი დაერთოს, რომელიც არმაგედონული ფინალია და მისთვის დამახასიათებელია სატანური ცეცხლით ადამიანთა აალება. რაც ბიბლიაში მოხსენიებულია „ცეცხლის ალით წარღვნის“ (II პეტრე 3-6,7,12) წოდებით. ამიტომ საიმისოდ, რომ ეს პერიოდი გადალახოს ადამიანმა, სასწრაფოდ საჭიროა ის, რომ საკუთარი რწმენა გადაიყვანოს ჭეშმარიტების რელსებზე. რისთვისაც უპირველეს ყოვლისა უნდა შესძლოს ანტიქრისტეს ამოცნობა და ამით თავისი ცნობიერების გათავისუფლება მისი აზრების ტყვეობისაგან. ამიტომ ვისაც ეს სურს და თანაც ამის შემძლეობის უნარი ჯერ კიდევ შესწევს, მათ საყურადღებოდ წარმოვადგენ იმ განმარტებებს, რომელნიც დაეხმარებათ საკუთარი გონების ტყვეობიდან დახსნაში. რისი გაკეთებაც ცხადია, რომ შეუძლებელია ბიბლიის დახმარების გარეშე და ამიტომაც მივმართავ მას. აი, რა ცნობას იძლევა ბიბლია ანტიქრისტეს შესახებ: „ხსნის დღე მანამ არ დადგება, სანამ განდგომილება არ მოვა და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, ძე დაღუპვისა. წინააღმდგომი და აღზევებული ყოველივეზე მაღლა, რაც კი რამ სახელდებულია ღმერთად და სამსახურებლად. ისე, რომ ღვთის ტაძარშიაც კი დაჯდება იგი, როგორც ღმერთი და თავს ღმერთად გამოაცხადებს. ვინაიდან ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს. ოღონდ ახლა შემკავებელი აკავებს, სანამ შუა გულიდან არ იქნება გაყვანილი. მაშინ გამოცხადდება ურჯულო, რომელსაც ქრისტე გაანადგურებს თავის ბაგეთა სულით და განაქარვებს თავისი მოსვლის გაცხადებით. მას, რომლის მოსვლა სატანის მოქმედებით არის, ყოველგვარი ყალბი ძალით, ნიშნებითა და სასწაულებით; და უსამართლობის ყველა საცდურით დაღუპულთათვის. იმის გამო, რომ მათ არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული თავის სახსნელად. ამისათვის გაუგზავნის ღმერთი მათ მცდარ ქმედებას, რათა იწამონ სიცრუე. რათა დაისაჯოს ყველა, ვინც ჭეშმარიტება არ იწამა და მოიწონა უსამართლობა“ (II თესალონიკელთა 2-3,12).
ეს არაერთხელ აღმინიშნავს, მაგრამ ახლა კვლავ გავიმეორებ: ბიბლიის სიბრძნეთა სწორად გაშიფვრა შესაძლებელია მხოლოდდამხოლოდ ბიბლიური კოდის გამოყენებით. რადგან იგი მოიცავს იმ თანამიმდევრობით დალაგებულ 12 კანონს, რომელიც თითოეულ სიბრძნეს შეესაბამება იმიტომ, რომ ყოველ მათგანს მხოლოდ ერთადერთი ჭეშმარიტი ახსნა აქვს. ამ თანამიმდევრობის თავისებურება კი იმაში მდგომარეობს, რომ ყოველი მომდევნო კანონი ამტკიცებს წინას და ასეთი გზით მიღებული პასუხის ფაქტებად აღსრულებაც, გარდაუვალია!!! სწორედ ამ მეთოდის გამოყენებით ავხსნი ანტიქრისტეს ამოსაცნობ იმ ბიბლიურ სიბრძნეს, რომელიც ზემოთ წარმოვადგინე.
რაც შეეხება „განდგომილებას“, მის შესახებ გაცნობებთ შემდეგ ინფორმაციას: საკაცობრიო გენეტიკურმა მიმდინარეობამ, რომელიც ადამ და ევადან დაიწყო და დღესაც უწყვეტ პროცესად გრძელდება, წარმოშვა ადამიანთა ორმაგი კატეგორია: ღვთიურ ძალას დაქვემდებარებასა და სატანურ ძალას დაქვემდებარებაში მყოფნი. ანუ უბრალოდ რომ ვთქვა: უანგარო კეთილი ბუნებისა და ანგარებიანი ბოროტი ბუნების მქონე ადამიანები. რომელნიც საკაცობრიო მიმდინარეობის მრავალსაუკუნოვან პერიოდში ძალთა აღჭურვის სხვადასხვა ზომიერებით მოღვაწეობდნენ. ხოლო რაც შეეხება საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის ბოლო ჟამს, ის განსაკუთრებული სტატუსის მქონე ეპოქაა მის წინა მორბედთაგან განსხვავებით იმით, რომ მის პერიოდში მიღებული უნდა იქნას ადამიანისათგის დაშვებული გენური სრულყოფილება – „გენეტიკური ნაყოფ“ ადამიანთა სახით. რომელთაც ბიბლია ღვთისაგან „ბეჭედდასმულებს“ უწოდებს.
ბოლო ჟამის ეპოქა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მის პერიოდში კაცობრიობას მოევლინება ანტიქრისტე, რომელიც მხეცის ნიშანს დაასვამს სატანურ ძალას დაქვემდებარებულ პიროვნებებს. ამასთანავე ამავე პერიოდში, კაცობრიობის გადასარჩენად ადამიანის სახით მოევლინება ქრისტეც და სასიცოცხლოდ აუცილებელი ცოდნით განსწავლის ღმერთისმიერ ბეჭედდასმულებს. წარმოდგენოლ ცნობებს ამოწმებს ბიბლია: „აიძულა ყველა, რომ მიეღოთ ნიშანი მარჯვენა ხელზე ან შუბლზე. რომ არავის შესძლებოდა ყიდვა-გაყიდვა იმათ გარდა, ვისაც ექნებოდა ნიშანი – მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი“ (გამოცხადება 13-16,17); და „ცოცხალი ბეჭდის მქონე ანგელოზმა დიდი ხმით შესძახა იმ ოთხ ანგელოზს, რომელთაც ნება ჰქონდათ მიცემული, რომ ევნოთ მიწისა და ზღვისათვის. დაუძახა: ნუ დააზიანებთ მიწას, ზღვასა და ხეს, ვიდრე ბეჭდებს შუბლზე დავასვამდეთ. ბეჭედდასმულთა რიცხვი კი, 144 000-ია“ (გამოცხადება 7-2,3).
„განდგომილების“ აღსრულების პროცესის მიმდინარეობა შესაძლებელია ორგვარი მეთოდით, თანახმად კანონებისა: „ვინც კი ხორციელად იტანჯა, შეწყვიტა ცოდვის ჩადენა“ (I პეტრე 4-1) და „შეიცანით ჭეშმარიტება და იგი გაგათავისუფლებთ თქვენ“ (იოანე 8-32). ყოველივე ეს კი ნიშნავს იმას, რომ გარდა ხორციელი ტანჯვით შექმნილი მდგომარეობისა, ჭეშმარიტი ცოდნის შეცნობითაც არის შესაძლებელი რწმენის გასწორება და ამით კი ბედისწერის გადაყვანა ღვთის რისხვის მომკის განსჯიდან – ღვთის წყალობის მომკის განაჩენზე. რაც წარმოადგენს ამ კანონის აღსრულებას: „ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ვერა ხორციელი ვერ გადარჩებოდა. მაგრამ რჩეულთა გულისთვის შემოკლდება ის დღეები“ (მათე 24-22). სწორედაც რომ მხოლოდ ღვთის რჩეულებსღა აქვთ შერჩენილი იმის უნარი, რომ ჭეშმარიტების შეცნობა და გათავისება შესძლონ. რათა აუცილებლად ამოიცნონ ანტიქრისტე!!! განსაკუთრებით ეს ეხება ქართულ ენაზე მეტყველ ერს, ვინაიდან მათში იმყოფება იაკობის გენი. რომელზედაც ასეთი აკრძალვაა ღმერთის მიერ: „არის სიტყვა სიკვდილით შემოსილი. ნუ იპოვებოდეს იგი იაკობის მემკვიდრეობაში“ (ზირაქი 23).
როგორც ვიცით სასიცოცხლო სიტყვით შემოსილი კაცი – ქრისტეა; სიკვდილით შემოსილი კი – ანტიქრისტე. რადგან ღმერთმა გააკეთა აკრძალვა იმისა, რომ მისი არსებობა დაუშვებელი იყო მისი რჩეულ ერში; ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ თუ ეს პირობა არ შესრულდება, მაშინ იმ ხალხს და იმ გარემოს, სადაც ანტიქრისტეა, მუდმივად ღვთის რისხვის განაჩენის მომკა ელის და ფაქტობრივად ეს სახეზეა კიდეც!!! ამასთანავე უნდა გაცნობოთ ისიც, რომ ცნობა მისი „დაღუპვის ძეობაზე“ – ნიშნავს იმას, რომ თუ მისი სასწრაფოდ მხილება არ მოხდება, დაწყებული ღვთის რისხვის განაჩენი უკვე იმ სტადიაში შევა, რომელიც ქვეყნისა და ერის სრულად დაღუპვას მოასწავებს. როგორც ამას ბიბლიაც ამოწმებს: რომ „მისი აღსასრული წარღვნასავით იქნებაო“ (დანიელი 9-26).
ვინაიდან და რადგანაც, მიუხედავად ღმერთის მიერ აკრძალვისა, ანტიქრისტემ მაინც მოახერხა მოღვაწეობა იაკობის გენშერეულ ერში, ამიტომ ვერც ეს ხალხი და ვერც კაცობრიობა ვერ გადაურჩება ღვთის რისხვის იმ განაჩენის მომკას, რაც „განდგომილების“ პროცესს ახლავს. თუმცა ანტიქრისტეს დროული მხილებით შესაძლებელია ის, რომ ღვთის რისხვის განაჩენის მაღალ მასშტაბურ მომკაზე გადასვლა შეჩერებული იქნას – რაც სტიქიური სახით წარღვნას გულისხმობს. რადგან ანტიქრისტეს მხილების საკითხი ჯერ კიდევ არ არის აღსრულებული, ამიტომ იმის შესახებ გაცნობებთ, რისი მომკაც უკვე დამსახურებულია და რომელი განაჩენის გაუქმებაც შეუძლებელია. ვინაიდან უკვე აღსრულებაში შედის. ეს კი არის „განდგომილების“ პროცესის გამოვლინება ჯანმრთელობისმხრივი საზომით. რაზედაც ასეთ ცნობას იძლევა ბიბლია: „გაუჩნდებათ სასტიკი და საზარელი ჭრილობები ადამიანებს, რომელთაც მხეცის ნიშანი აქვთ და მის ხატებას სცემენ თაყვანს. ტკივილისაგან ენებს მოიკვნეტენ, თუმც მაინც არ მოინანიებენ თავიანთ საქმეებს. საბოლოოდ კი მათში მოხდება მიწისძვრა და ტალანტის ოდენა სეტყვა წამოვა ციდან“ (გამოცხადება 16). ამ შემთხვევაში მიწისძვრაში იგულისხმება ტვინიდან (ციდან) ძლიერ სეტყვასავით წამოსული ისეთი იმპულსები, რომელნიც სხეულში გამოიწვევენ ადგილ-ადგილ უეცარ სახსარჩაკეტილობებს. რითაც ადამიანის ორგანიზმს შეექმნება ისეთი მდგომარეობა, რომ შეეზღუდება მოძრაობისა და მეტყველების უნარი. აგრეთვე პრობლემები გაუჩნდება სასუნთქ, სასმენ და მხედველობის აპარატს. აღვნიშნავ იმასაც, რომ ყოველივე ეს მიმდინარეობს ძლიერი ტკივილების თანხლებითა და რიგ შემთხვევებში კი ჭრილობათა გახსნითა და თვითაალების ფატალური შემთხვევებითაც. რაც ისეთ პანიკურ მდგომარეობას გამოიწვევს ადამიანებში, რომ მის შესახებ წარმოდგენაც კი ჯერ არავის შეუძლია.
რაც შეეხება ანტიქრისტეს გამოსაცნობ ნიშნებს, გამომდინარე ზემოთ წარმოდგენილი სიბრძნიდან, ის შემდეგია: „ღმერთის ტაძარში დამჯდარი ურჯულო“ – ე.წ სასულიერო პირი, რომლის რეზიდენციაც „სიონის“ სახელწოდების მქონე ადგილას არის. რადგან ბიბლია სიონს უწოდებს ღვთის ტაძარს, თანახმად კანონისა: „სიონო, უფალი ღმერთი შენს წიაღშია“ (სოფონია 3-16,17). „თავის ღმერთად გამოცხადება“ კი ნიშნავს: საკუთარი თავისათვის წოდება „უწმინდესოთი“ შემკობას. რამეთუ ამ ქვეყნად „მხოლოდ ერთადერთი – ღმერთია წმინდა!“ (მათე 19-17). ხოლო „ ქრისტეს ბაგეთა სულით ანტიქრისტეს განადგურება“ კი ნიშნავს მხილებას იმ ქმედებისას, რომლის ჩადენაც კაცობრიობის მთელი არსებობის მანძილზე, მხოლოდ ერთ კაცს შეეძლო და სწორედ ამ ქმედებისაგან მოდის კიდეც მისი სახელიც – „ანტიქრისტე“.
იესო ქრისტე „საკუთარი სისხლით შევიდა ერთხელ წმიდაში და კაცობრიობას მოუპოვა საუკუნო გამოსყიდვა. იგი არის ახალი აღთქმის შუამდგომელი. რათა მისი სიკვდილის შემდეგ, რაც პირველი აღთქმის დანაშაულთა გამოსასყიდად მოხდა, მემკვიდრეებმა მიიღონ აღთქმული“ (ებრაელთა 9-11/15). რაც იმას ნიშნავს, რომ ქრისტე გახდა კაცობრიობის მარადიული ნათლია, თანახმად დებულებისა: „ერთია სხეული და ერთია სული. ერთია უფალი. ერთია რწმენა. ერთია ნათლიღება. ერთია ღმერთი და მამა ყოველთა, რომელიც არის ყოველთა ზედა, ყველას მიერ და ყველა ჩვენგანში. ხოლო ყოველ ჩვენგანს, მოცემული აქვს მადლი ქრისტესმიერი ნიჭის ზომისამებრ“ (ეფესელთა 4-4/10).
მაშასადამე იესო ქრისტეს გარდაცვალების შემდეგ დაბადებულ ყოველ ახალშობილს, დაბადებისთანავე კოსმოსიდან ეძლევა სულიწმიდით ნათლისცემული ანუ მადლიანი სული. რომელიც გაწმენდილია წინაპართა ცოდვებისაგან და მათი ნათლია კი ქრისტეა!!! რაც იმასაც ნიშნავს, რომ იმ დროიდან მოყოლებული, ადამიანებს ღმერთის მიერ გაუქმებული ექნათ მონათვლის უნარმქონეობა და აეკრძალად ნათლიობის უფლება!!!
ე.ი. მისახვედრია, რომ ისეთი დიდი ცრუ ქმედების ჩადენას, რასაც საკუთარი თავის ათი ათასობით ბავშვთა ნათლიად გასაღება ჰქვია, კაცობრიობის არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე, მხოლოდ ერთი კაცი თუ გაბედავდა – ის, ვინც ანტიქრისტედ შეაფასა ბიბლიამ და რომელსაც 2008 წელს შეწყვეტილი ექნა სასიცოცხლო ძალის მიწოდება; და თუკი დღეს იგი ჯერ კიდევ არსებობს ამ ქვეყნად, ამას ახერხებს სწორედ თავის „ნათლულთათვის“ განკუთვნილი სასიცოცხლო ენერგიის მითვისების ხარჯზე.
და აი დადგა დრო, რომ იმ საკითხსაც მოეფინოს ნათელი, რომელიც შემდეგია: როცა რომელიმე ქვეყმის მოსახლეობას თავს დაატყდება უბედურება, საზოგადოება ასე განსჯის: თუკი მავანნი სცოდავენ, უბრალო ხალხმა რა დააშავა, ღმერთი მათ რატომ სჯისო?!
მოგეხსენებათ ის, რომ ადამიანი სამყაროს შეიცნობს მხოლოდ საკუთარ გრძნობათა ორგანოების აღქმაზე დაქვემდებარებით. ხოლო იმას, რასაც ვერ ხედავს, ვერ ეხება, ვერ გრძნობს მის სუნს, ვერ ისმენს მის ხმას და ვერ იგებს მის გემოს – არ სცნობს. თუმცა ამ სამყაროში არსებობენ ისინიც და ისეთი რამეებიც, რომელთა აღქმის შეწვდომაც ადამიანურ მგრძნობელობას არ ძალუძს. მაგრამ მათ შესახებ ინფორმაციას ფლობს გონება, რომელიც სულთან ერთად ეძლევა ადამიანს.
სწორედ გონებისმიერი ცოდნით არის ჩაწერილი ბიბლია და ამიტომაც სრულდება ყველა მისი ცნობა, მის აღსასრულებლად განკუთვნილ დროში. რასაც ჩვენს შემთხვევაში ბედისწერა ჰქვია და მისი შედგენა ხდება ჩვენივე ჩადენილი ქმედებებისა ზრახვების ფონზე – იმასთან შედარებულად, თუ სამყაროს კანონებიდან რომელს როგორ ვასრულებთ. დიდი მიხვედრა არ სჭირდება იმასაც, რომ მხოლოდ კანონდამცველი ადამიანი მოიმკის ბედისწერისგან ღვთის წყალობის მომკას. რომელიც იმით გამოიცნობა, რომ განვითარებული ექნება ისეთი თვისებები, რომელთაც ჩვენ სულიერად ამაღლებულობას ან უბრალოდ მაღალ მორალურობას ვუწოდებთ.
ბიბლია ამბობს, რომ „ყოველი ხორციელი თავიანთი მოდგმის მიხედვით ერთიანდება და ადამიანიც თავისი მსგავსისაკენ მიისწრაფვისო“ (ზირაქი 3-16). მართლაცდა ეს საყოველთაოდ ცნობილია, რომ ყველას თავისი ბუნების მსგავსისაკენ მიუწევს გული! ამიტომ, როცა ხალხი ე.წ. მავანად აქცევენ პიროვნებებს და გააბატონებენ მათ. ცხადია, რომ ისინი უკვე მმართველ ძალას წარმოადგენენ და ხალხის ბედსაც იმ გზაზე გადაიყვანენ, რომელ ძალასაც თვითონ ექვემდებარებიან. ასე რომ, თუკი ქვეყანა ღვთის რისხვას იმკის, ამის მიზეზი ის არის, რომ მისი განმგებელთ არასწორი გზა აქვთ არჩეული ქვეყნის სამართავად. არასწორ გზას კი იმიტომ ირჩევენ, რომ თავად ისინი არ არიან იმ გრძნობებით აღჭურვილი, რომელიც კეთილი სულის პატრონებს უნდა ჰქონდეთ; და ასეთი თვისებები კი მათ იმიტომ არ მიენიჭათ, რომ არ არიან სამყაროს კანონთა საქმით დამცველნი. ხოლო რაც შეეხება მათ აღზევებას, ისინი იმიტომ გახდნენ რჩეულები, რომ მათი მსგავსი ყოფილა ის ხალხი, რომელმაც ისინი აირჩია; თანახმად კანონისა: „როგორიცაა ქალაქის მეუფე, ისეთნი არიან მცხოვრებნი მისი“ (ზირაქი 10-2).
ასე რომ, როგორც ხედავთ, ქვეყანას თავს დატეხილ უბედურებაში, ყველაზე დიდი დამნაშავე მისი მცხოვრები „უბრალო“ ხალხი ყოფილა. ეს ერთი რამ კარგად უნდა გაითავისოს ადამიანმა, რომ ღმერთმა იგი მაღალ მოაზროვნე არსებად შექმნა და არა მხოლოდ ჭამა-სმასა და ჩაცმა-გართობაზე მოფიქრალ არსებად. აზროვნება კი ძალაა და ამიტომაც მას ყოველთვის სჭირდება გააქტიურება აღმასვლით, რაც გონებასთან კავშირის გარეშე შეუძლებელია. ვინაიდან გონებაა ის მსაჯული, რომელსაც ღმერთმა ადამიანის ბედისწერის მართვის სადავეები უბოძა; როგორც ამას ბიბლიაც აცხადებს: „როცა ღმერთმა გამოსახა კაცი, ჩაუნერგა მას ვნებანი და ჩვევანი; და მაშინ ყოველი გრძნობის წმინდა წინამძღვრად გონება დასვა ტახტზე და მისცა მას რჯული, რომლის წყალობითაც ადამიანს გონივრული, სამართლიანი, კეთილი და ღირსეული სამეფო უნდა ემართა“ (IV მაკაბელთა 2-21,22,23). მაშასადამე უსამართლობა, ბოროტება და უღირსად ქცევა – უგონობის ნიშანია და ასეთი ხალხიც ცხადია, რომ ანტიქრისტეს აღაზევებდა. ხოლო უგონობაზე კი სასტიკი სასჯელები არის დაწესებული ღმერთის მიერ. ვფიქრობ, მეტი კომენტარი საჭირო აღარაა, რადგან უკვე აღსრულების ჟამია კარს მომდგარი და ფაქტები ყოველივეს თავად მოფენენ ნათელს!!! ამიტომ ვისაც ამის ძალა შეგწევთ, დროულად მოეგეთ გონს: შეიცანით ჭეშმარიტების კანოები და მის ფონზე მოინანიეთ ცოდვები. იქნებ მოახერხოთ, რომ თავიდან აიცილოთ ღვთის რისხვის ის განაჩენი, რომლის მსგავსის გადატანასაც არასდროს ჰქონია ადგილი კაცობრიობის მთელი არსებობის მანძილზე.