ადგილთა ძვრანი
ღმერთის მიერ დადგენილ კანონებს ემორჩილება ცის ყინულოვანი სარკეებით შემოსაზღვრული მატერიალური სამყარო ისე, რომ მის შემადგენლობაში მყოფთა მიმართ არანაირ გამორჩეულობას არა აქვს ადგილი. ამიტომ კანონი: „ყოველივეს თავისი დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში“ (ეკლესიასტე 3-1) ვრცელდება როგორც თვით მთლიან სამყაროზე, ასევე მასში შემავალ ყოველივესა და ყველაფერზე. რაც პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ არც ეს სამყარო და მითუმეტეს მასში მყოფი რაიმე, მუდმივი არ არის. ყოველივეს აქვს საწყისი, საარსებო პერიოდი და დასასრული. ვინაიდან და რადგანაც ადამიანის პიროვნულად არსებობის ხანგრძლიობა ძალზედ მცირეა სამყაროს შემადგენელ მაკრო ელემენტების საარსებოდ დადგენილ დროსთან შედარებით, ამიტომაც ადამიანს ჰგონია, რომ ეს სამყარო უცვლელია და მარადიული. თუმცა მას არა მხოლოდ სამყაროს მიმართ აქვს ასეთი ილუზია, არამედ საკაცობრიო მიმდინარეობაში განვითარებული ცვლილებების შემჩნევაც კი უჭირს და ჰგონია, რომ ყველაფერი რაც აწმყოში ხდება და წარსულშიაც ხდებოდა, მომავალშიაც ისევე გაგრძელდება. მაგრამ სინამდვილეში ეს სრულებითაც არ არის ასე და მიზეზი კი ადამიანთა მოდგმის შექმნის საფუძველშია. რაც აზროვნების განვითარების ხარჯზე გონიერების მიღებას წარმოადგენს. ამიტომაც ამ მხრივი გადმოსახედით, ყოველი მომდევნო თაობაც განსხვავებული არის წინასაგან. ეს პროცესი ევოლუციური გზით მიმდინარეობდა დასაბამიდან აქამდე. მაგრამ ის პერიოდი, რომელშიაც ახლა კაცობრიობა იმყოფება და არის საკაცობრიო მიმდინარეობის ბოლო ჟამი, დადგენილია ნაყოფთა მიღების ეპოქად. რის გამოც ადგილი აქვს ევოლუციური პროცესების რევოლუციურში გადაზრდას, როგორც ამას კანონიც იუწყება: „დათესილი ადგილები უეცრად დაუთესავი აღმოჩნდება და სავსე საცავები კი – ცარიელები“ (III ეზრა 6-18/28). ხოლო შემქმნელის მიერ დადგენილი კანონზომიერების მთელ სამყარული მასშტაბით გავრცელებიდან გამომდინარე კი ცხადია, რომ ამ პროცესში ჩართულია არა მხოლოდ დედამიწური გარემო, არამედ მთლიანი სამყაროც. რადგანაც ადამიანი განუყოფელი ნაწილია მისი და თანაც მეტად მნიშვნელოვანი ფუნქციით აღჭურვილი არსებაც.
ვინაიდან და რადგანაც ამჟამინდელი დროისთვის დამახასიათებელია მოქმედების ელვისებურობა, ამიტომ დადგა ჟამი იმისა, რომ ადამიანებმა აუცილებლად უნდა მიიღონ საჭირო ინფორმაცია საიმისო ცოდნის სახით, თუ როგორ უნდა გადაირჩინონ თავი ასეთ გარემოში. აღარ შევჩერდები იმის ახსნაზე, რომ ამ პროცესებთან გამკლავებას ვერ შესძლებს ვერც მეცნიერების, ვერც პოლიტიკისა და ვერც რელიგიათა ძალისხმევა. გამოსავალი მხოლოდ ერთშია და ის არის ღმერთის მიერ გაცემული იმ დანაპირების ასრულება, რომელიც მან თავის ერს დაუდო ამ დღეებში დახმარების მოვლინების აღთქმით. რომელი დახმარებაც შეასრულებს „ნოეს კიდობანის“ ფუნქციას და გამომდინარე მოსახლეობის მრავალრიცხოვნებიდან, მისახვედრი უნდა იყოს ის, რომ ის ვერ იქნება მატერიალური სახეობის კიდობანი, არამედ არის ცოდნის სახით და წარმოადგენს უფლის მიერ სიმართლეს – რაც ამ სამყაროსათვის დადგენილი ჭეშმარიტებაა.
რატომ გაიღო უფალმა დახმარება ცოდნის გაცემის სახით?! ცხადია ამას დიდი მიხვედრა არ სჭირდება! ცოდნის მიღება ხომ ნებაყოფლობითია და ძალით მას ვერავინ ვერავის შეამეცნებიებს; და თუკი ცოდნა საყოველთაოდ ხელმისაწვდომად იქნება გამოქვეყნებული, მაშინ ვერც ვერავინ აუკრძალავს ვინმეს მის მიღებას. თუმცა არის ერთი ნიუანსიც, რაც საჭიროა საიმისოდ, რომ ცოდნა იქნას შეცნობილი და ეს კი არის მისი გაგების უნარმქონეობა. რაც არის სწორედ ის ნაყოფი, რის მისაღებადაც იქნა კიდეც დაარსებული საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობა.
ახლა კი მინდა მოკლე ინფორმაცია წარმოვადგინო იმ პროცესებზე, რაზედაც ბიბლია იტყობინება, რომ „როცა გამოჩნდება წუთისოფელში ადგილთა ძვრა და ხალხთა აღრევა, მაშინ მიხვდებით თუ რატომ იუწყებოდა მათზე უზენაესი დღეთა დასაბამიდანო“ (III ეზრა 9-34). ხალხთა აღრევა რაც არის, ამას ახსნა არ სჭირდება, ისედაც საყოველთაოდ ცნობილი საკითხია. მაგრამ რაც შეეხება ადგილთა ძვრას, ის კი საჭიროებს განმარტებას და ეს რომ გავაკეთო, ამიტომ უნდა შეგახსენოთ არსებობა ამ კანონისა: „სამნი არიან, რომლებიც მოწმობენ ცათა შინა: მამა, სიტყვა და სულიწმიდა – და ეს სამი ერთია; და სამნი არიან, რომლებიც მოწმობენ დედამიწაზე: სული, წყალი და სისხლი – და ეს სამი ერთია“ (I იოანე 5-7,8). რისი ახსნაც მდგომარეობს შემდეგში: ბედისწერის კანონმდებლობა, რომლის აღსრულებაშიაც არის ჩართულია მთელი სამყარო – როგორც კოსმოსის, ისე დედამიწის მხრივად, გულისხმობს სამმაგი განშლით აღსრულებას. რაც ნიშნავს იმას, რომ ცვლილებები წარმოდგება: ადამიანის ორგანიზმის მხრივ, საზოგადოებრივი პროცესების მხრივ და კლიმატის მხრივად. რაც რა თქმა უნდა ისინი თვალით ხილული პროცესებია. მაგრამ მათ განაპირობებს იმ უხილავი ენერგიის შემოდინება დედამიწურ გარემოში, რომლის წარმოშობაშიაც კოსმოსია ჩართული და გამომდინარეა სამყაროს კანონზომიერებათა საფუძველზე მიმდინარე მიზეზ-შედეგობრიობის აღსრულებიდან.
რაც შეეხება „ადგილთა ძვრის“ გამოვლენის ფაქტებს. მის შესახებ გეტყვით იმას, რომ აღსრულების მომენტის დაწყებამდე შეუძლებელია მისი შეცნობა და ამიტომაც ვერც ვერაფერი შეაჩერებს პროცესის მსვლელობას. რადგან იგი ელვისებური სისწრაფით განვითარდება და ადამიანთა მიმართ ორგვარი დასასრული ექნება: სიკვდილი ან გაგრძელებული სიცოცხლე. იმ ფორმებზე არ დავკონკრეტდები, თუ რა სახეობებით მოხდება მათი განვითარება. რადგანაც ეს საკითხები უკვე განხილულიც მაქვს და გამოქვეყნებულიც. მე მხოლოდ იმ კატეგორიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ ვაცხადებ, ვინც დაიმსახურებს იმის მიღების უფლებას, რომ გენეტიკურ ნაყოფად ჩაითვალოს. ახლა ამას ირწმუნებს თუ არა ვინმე, ცხადია მისი ნებაა! მაგრამ მალე იძულებული გახდება ყველა იმისა, რომ ჭეშმარიტი ცოდნა შეიცნოს და მისი მითითებებით იმოქმედოს. რადგან ეს იქნება ერთადერთი გამოსავალი იმ მდგომარეობიდან, რომელშიაც ყოველი ადამიანი აღმოჩნდება და მისგან განრიდებას კი თავისთავად ვერავინ შესძლებს!!!
ახლა კი მოკლე აღწერას გავაკეთებ მიმდინარე პროცესებზე და გაცნობებთ შემდეგს: გარემოში მიმდინარე მოვლენები გამოვლინდებიან ჯანმრთელობის მხრივი ისეთი ცვლილებებით, როგორიცაა დღეს ჯანმრთელი და ხვალ უკვე სასიკვდილოდ განწირული. ამასთანავე კლიმატის გაუცნაურება მოხდება იმ მხრივ, რომ ერთ დღეს ზაფხული შეიძლება მეორე დღეს ზამთრით შეიცვალოს. ქარები ქარიშხლებად გარდაქმნებიან, წვიმები კი – ნიაღვრებად. ალაგ გამყინვარება მოხდება და ალაგ კი გაუსაძლისი სიცხეები იქნება. ზღვები ნაპირებიდან გადმოვლენ და ქალაქებს დაფარავენ. მდინარეები კალაპოტებს შეიცვლიან. მიწის ჩავარდნები, კლდეთა დაშლა, მეწყერები, ვულკანები, ცუნამები და მიწისძვრები ერთიმეორის მიყოლებით გააქტიურდებიან. ხოლო ყოველივე ამის განხორციელებას კი ელვისებური ფორმა ექნება და ის თავისთავად ამხელს უსუსურობას ადამიანთა იმ საყრდენისას, რაზედაც ამჟამად არის დაყრდნობილი მთელი კაცობრიობა და მას კი მეცნიერული, რელიგიური და პოლიტიკური მონაპოვარი ჰქვია.
ვინაიდან და რადგანაც იმ მოვლენებზე ვსაუბრობ, რაც უკვე ყოველდღიურად განვითარდება და არა მომავალში! ამიტომ იმის შესახებაც უნდა გაუწყოთ, თუ რამდენად დასაჯერებელია საერთოდ მოსალოდნელ მოვლენათა წინასწარ გაჭვრეტა და რას ემსახურება ის წინასწარმეტყველური ცნობების გაცხადება, რომელსაც მე გაცნობებთ. მოგეხსენებათ ის, რომ თვით ბიბლია არის ის წყარო, რომელიც გადმოსცემს ინფორმაციას კაცობრიობის საწყისიდან – მის დასასრულამდე. ბიბლიური ცნობები მართალია მოპოვებული არის ადამიანის მიერ, მაგრამ ისინი არ არიან ადამიანური აზროვნების ნაყოფი. არამედ წარმოადგენენ ადამიანისაგან ღმერთის მიერ ნაკარნახევი ინფორმაციის გაგებას და მისი ხელით დაფიქსირებას. უფრო გარკვევით რომ ვთქვა: ბიბლია არის მომცველი იმ ინფორმაციისა, რაც ყოველ ადამიანს აქვს ჩადებული გონებაში და მიცემული სულთან ერთად სიცოცხლის საარსებოდ. ხოლო წმინდა წერილების დამწერნი კი არიან ის პიროვნებები, რომელთაც გენეტიკურად მიღებული ექნათ უნარი იმისა, რომ გონებაში ჩაწერილი გაეგოთ. ამიტომაც ბიბლიის ცნობები უტყუარია და ყოველივე მაშინვე სრულდება, როგორც კი აღსასრულებლად განკუთვნილი დრო დაუდგება. რომელი დროის წინასწარ გამოცნობის უნარითაც მართალია არავინ აღუჭურვია ღმერთს ამ სამყაროში, მაგრამ იმ ნიშნების მცოდნეობის უნარი კი აქვს მინიჭებული გონიერთ, რომლითაც შესაცნობია ის, თუ რა პროცესების განვითარებას ექნება ადგილი ახლო მომავალში. რომელი ნიშნებიც არის იმ კანონთა გათვლით მიღებული მინიშნებები, რომელთა განკარგვასაც ემყარება ბედისწერა და მას ჩვენ ბიბლიის სიბრძნეთა სახით ვიცნობთ. ასე რომ ბიბლია არის ცოცხალ კანონთა წიგნი და ამიტომაც მისი შეცნობის დანიშნულება, მათ დაცვას გულისხმობს!!! რადგან სამყარო მიკერძოებულად არავის მიმართ არ განსჯის. ვინც იქნება კანონთა დამცველი, იცხოვრებს ღმერთის წყალობის მომკით. ხოლო ვინც იქნება დამრღვევი, ის კი იცხოვრებს ღვთის რისხვის მომკით. აი, ეს არის სულ ადამიანის ცხოვრება. რამეთუ ზოგჯერ შენაძენი – დანაკარგია და დანაკარგი კი – შენაძენი!!!
ახლა კი წინასწარმეტყველების თაობაზე მინდა გაცნობოთ ის, თუ რამდენად მისაღებია მისი დაჯერება. ღმერთი აცხადებს იმას, რომ „არაფერს მოიმოქმედებს ისე, თუ არ გაუცხადა თავისი საიდუმლო თავის მსახურ წინასწარმეტყველთ“ (ამოსი 3-7). ეს ცნობა მისახვედრს ხდის იმას, რომ ე.ი. შესაძლებელი ყოფილა წინასწარ ცოდნა იმისა, თუ რა მოხდება. მაგრამ აქ მთავარი არის იმის გარკვევა, თუ ვინ არის ის ნამდვილი წინასწარმეტყველი, ვინც ღმერთმა მოავლინა მომავლის გასაცხადებლად. რადგანაც დღეს იმდენი ადამიანი იჩემებს ღმერთის მოვლენილ ნათელმხილველად თავის გასაღებას, რომ ძნელია იმის მიხვედრა ვინ არის მათ შორის ნამდვილი. თუმცა არც მთლად ასეა საქმე და არსებობს ცოდნა საიმისო, რომ მიხვდეს საზოგადოება იმას, თუ მართლაც ვინ მოავლინა ღმერთმა ამ მისიის აღმსრულებლად. რის გამოცნობასაც უზრუნველჰყოფს კანონთა აღსრულება: „ღმერთი გამოზომილად არ იძლევა სულს“ (იოანე 3-34). „ღმერთმა ყოველივე საკუთარი მიზნისათვის შექმნა“ (სოლომონი 14-15) და „მან ყველაფერი კეთილად შექმნა თავის დროისთვის“ (ეკლესიასტე 3-11). ამ კანონებით მისახვედრია ის, რომ ღმერთის ყოველი განზრახვა მხოლოდდამხოლოდ კეთილია და ამიტომაც მის მიერ ვინმესათვის წინასწარმეტყველური უნარის მინიჭებაც მხოლოდ კეთილ მიზანს ემსახურება!!!
ხოლო მარტო წინასწარმეტყველური შინაარსის გაგების შედეგი კი რა არის?! შიშში ყოფნა – თუ არასახარბიელო ცნობებს მოიცავს და არხეინად ყოფნა – თუკი სასიხარულო ცნობებს მოიცავს. სინამდვილეში კი ეს ორივე დამღუპველ ზემოქმედებას ახდენს ადამიანზე. რადგან შიშში ყოფნა სწორად განსჯის უნარს აქვეითებს და არხეინად ყოფნა კი საფრთხის შემჩნევას ვეღარ ახერხებს. ამიტომ მხოლოდ ასეთი ინფორმაციის განმცხადებელნი არიან სატანისაგან მოვლენილნი ცრუ წინასწარმეტყველნი. რომელთა მიმართაც ღმერთი იუწყება შემდეგს: „ტყუილს წინასწარმეტყველებენ წინასწარმეტყველნი ჩემი სახელით. მე არ გამომიგზავნია ისინი და არც მიბრძანებია მათთვის და არც მილაპარაკნია მათთან. ტყუილ ხილვასა და მკითხაობას, ამაოს და თავიანთი გულის ზრახვებს გიწინასწარმეტყველებენ ისინი. მე არ გამომიგზავნია ისინი. თუმცა ამბობენ ღვთის რისხვა არ იქნება ამ ქვეყანაშიო. ამიტომ სწორედ ღვთის რისხვის მომკით მოისპობიან ის წინასწარმეტყველნი და ხალხიც, რომელნიც ირწმუნებენ მათ წინასწარმეტყველებას“ (იერემია 14-14/16). მაგრამ ვისაც ღმერთი მოავლენს ამ მისიის შესასრულებლად, მას ჯერ კანონებში კარგად განსწავლის, შემდეგ საკუთარი თვალით ანახებს კანონთა გათვლით აღსრულებულ შედეგებს, გაუმყარებს აზროვნებას ამ ცოდნით, მრავალმხრივად გამოცდის მას და მხოლოდდამხოლოდ ყოველივე ამის მერე მისცემს უნარსაც და უფლებასაც საწინასწარმეტყველებოდ საიმისოდ, რომ თან იმის ცოდნაც მიაწოდოს ხალხს, თუ როგორ უნდა გადაურჩნენ იმ საფრთხეებს, რომელიც ადამიანთა მიერ დაშვებული შეცდომების მომკის შედეგად აუცილებლად აღსრულდებიან!!!
ერთი სიტყვით სათქმელად რაც საჭირო იყო, უკვე ვთქვი. სათანადო ცოდნაც გამოვაქვეყნე და ის წინასწარმეტყველური ცნობებიც, რისი აღსრულებაც გარდაუვალია. ასე რომ იმის ცოდნაც არის რაც აუცილებლად მოხდება და ის დახმარებაც, რომლის მიღებითაც არის მხოლოდ შესაძლებელი განვითარებულ მოვლენებიდან ცოცხლად გადარჩენა. დანარჩენი კი უკვე ყველასათვის საკუთარი ნებაა: ვისაც სურს, მიიღოს ეს დახმარება და ვისაც არ სურს, ნუ მიიღებს მას.