ადამიანობიდან მხეცობისაკენ
ბიბლიაში არის ასეთი ცნობა: „მხეცმა აიძულა ყველა: პატარებიცა და დიდებიც, მდიდრებიცა და ღარიბებიც, თავისუფლებიცა და მონებიც, რომ მიეღოთ ნიშანი მარჯვენა ხელზე და შუბლზე. რათა არავის შესძლებოდა ყიდვა-გაყიდვა მათ გარდა, ვისაც ექნებოდა ნიშანი მხეცის სახელისა ან მისი სახელის რიცხვი. აქ არის სიბრძნე; ვისაც გონება აქვს გამოითვალოს მხეცის რიცხვი. რადგან რიცხვი ადამიანისაა და მისი რიცხვია 666“ (გამოცხადება 13-16/18). რას ნიშნავს ეს განაცხადი და საერთოდაც როგორ ხდება ადამიანის მხეცად ქცევა მიუხედავად იმისა, რომ სახიერება ადამიანისა რჩება მას? რასაც ამოწმებს ბიბლიაც, რადგან ამბობს: „რომ ისინი ჩვენგან გავიდნენო“ (I იოანე 2-18,19). ეს ის საკითხია, რომლის საფუძვლიანად არ ცოდნაც ძალიან ძვირი უჯდებათ ადამიანებს. ვინაიდან მხეცის სტატუსის მქონეთ მიმართ, 144 000-ის შესრულებისთანავე მკვლელობის ჩადენის სურვილის აღძვრას აქვს ადგილი და მას აუცილებლად ასრულებენ კიდეც თავისივე ან ვინმეს ხელით.
ვინაიდან და რადგანაც უკვე საკაცობრიო მიმდინარეობის ბოლო ჟამის ეპოქაში იმყოფება ადამიანთა მოდგმა; ამიტომაც მეტად მომრავლებულია მხეცის რიცხვის მქონეთა რაოდენობა. რის საპასუხოდაც რაც ხდება მსოფლიო მოსახლეობის თავს, ამას კომენტარი ნამდვილად აღარ სჭირდება. რამეთუ იმდენად თვალსაჩინო არის ის კატასტროფები, რომელთა რაოდენობაც და სიმძლავრეც დღითიდღე მატულობს. სახეზე არსებული სიტუაცია კი უკვე საყოველთაოდ მისახვედრს ხდის იმას, რომ დაუყოვნებლივ საჭიროა სათანადო ზომების მიღება საიმისოდ, რომ ადამიანმა საკუთარი სიცოცხლე გადაირჩინოს. განსაკუთრებით ეს ეხება მათ, ვინც ადამიანად დარჩნენ და არ მიუღიათ მხეცის სტატუსი. ვინაიდან მხეცის ნიშნოსანნი პირველ რიგში მათ ერჩიან. ამიტომაც მათთვის აუცილებელია, რომ გაიძლიერონ და იმ დონეზე აიყვანონ აიყვანონ ღმერთისმიერი დაცვა, რომლითაც მიიღება დადგენილება მათი გამიჯვნისა ბოროტეულთაგან. რომელ დადგენილ ზღვარსაც მხეცის ნიშნოსანნი ვერანაირად ვერ გადმოვლენ!!! თუმცა ვინაიდან და რადგანაც დადგენილია ასე: რომ „არ არსებობს მშვიდობა ბოროტეულთათვის“ (ესაია 48-22). ამიტომ ისინი შემდეგ იძულებულნი ხდებიან იმისა, რომ ერთმანეთს დაერიონ.
როგორც იცით, ჩემს მიერ გამოქვეყნებული ცოდნა იმ კატეგორიისათვის არის განკუთვნილი, რომელნიც ადამიანობის ჩარჩოებიდან არ გამოსულან. თუმცა იმასაც ვერ ვიტყვი, რომ მათ ღვთიური დაცვის ზონა მეტად მყარი აქვთ. ვინაიდან საკაცობრიო ცხოვრებამ ისე ჩაიარა, რომ ბევრი ტყუილი მართლად მიაღებინა ადამიანებს და ამ სიცრუის დაჯერებამ კი მათი დაცვის ზოლს ხარვეზები შესძინა. მაგრამ ახლა კი უკვე ისეთი მდგომარეობა არის შექმნილი, რომ აუცილებლად და თანაც დაუყოვნებლივ უნდა მოხერხდეს დარღვეული ზონის აღდგენა. რადგან სხვანაირად ვერ იქნება შესაძლებელი თავის გადარჩენა იმ მრავალრიცხოვან მხეცთა შორის, რომელნიც მრავალსახოვან ნიღბებმორგებულნი არიან მათ გარშემო. რის გამოც ყველა მათგანის გამოცნობა ძალიან ძნელია მათთვის. ამიტომ ვითხოვ ყურადღების მობილიზებას და ისე შეცნობას იმისას, რასაც ახლა გაუწყებთ.
უპირველეს ყოვლისა მინდა ავხსნა ის, თუ როგორ ხდება დაბადებით უცოდველი და კეთილად მოვლენილი ბავშვის აღზრდით ისე გადაგვარება, რომ მისგან მხეცის ნიშნოსანი იქნას მიღებული. რა არის ამის მიზეზი და საერთოდ რა თვისებები აქვს ადამიანს და რა კიდევ ადამიანის სახიერების მქონე მხეცს. ამისათვის კი საჭიროა მოკლედ მიმოვიხილო ადამიანური ფენომენი. ვინაიდან მისი პრინციპი არის მთავარი მოქმედი საშუალება იმისა, რომ ადამიანი მხეცად გადაგვარდეს ისე, რომ ვერც თვითონ მიხვდეს ამას და ამასთანავე ვერც სხვებმა ვერ შენიშნონ ეს.
როგორც იქნა საყოველთაოდ მისაღები გახდა ის სიმართლე, რომელიც ეხება იმის შეცნობას, რომ ადამიანი ღმერთის ქმნილებაა. რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ სხეული სულისაგან ნაწარმოებია და ამიტომ არის შესაძლებელი მათი შეუღლებით ისეთი გამთლიანების მიღება, რომელსაც ადამიანი ჰქვია. ამასთანავე იმის ცოდნაც აუცილებელია, რომ თავად ეს სამყაროც სწორედ ასეთი ფორმით არის წარმოშობილი და ის გაწონასწორებულობა, რაც მის შემადგენლობაში მყოფ ელემენტთა შორის არის დარეგულირებული, მიღებულია სწორედ ზემოხსენებული პრინციპის შედეგად. ვინაიდან სული მატერიის პლაზმური მდგომარეობით არის წარმოდგენილი, ხოლო მისგან გამოცალკავებულნი კი ნივთიერულით. ამიტომაც მათ შორის არსებობს მიზიდულობა-განზიდულობის კანონზომიერული დამოკიდებულება. რომელიც უზრუნველყოფს სამყაროს მთლიანობის შენარჩუნებას. რის გამოც სამყარული კანონები საერთოა მასში არსებული ყოველივესა და ყველაფრის მიმართ – რა თქმა უნდა თითოეული ნაწილის შემადგენლობის თავისებურების გათვალისწინების შესაბამისობით. ამ მხრივ ერთ-ერთი ინდივიდუალური ნაწილია ადამიანიც. რომლის მთლიანობის შემადგენლობაში მყოფი სულიც დაქვემდებარებულია კოსმოსურ მიზიდულობას, ხოლო სხეული კი – დედამიწურს. რითაც განპირობებულია მისი ის გაწონასწორებული მდგომარეობა, რომლითაც მას შეუძლია დედამიწური მიზიდულობის ისე დაძლევა, რომ თავისუფლად გადაადგილდეს მასზე.
ახლა კი შევეხები იმას, თუ როგორ ხდება შესრულება სულისა დ სხეულის თანამშრომლობისა ისე, რომ მათი კავშირით შექმნილი მთლიანობის დარღვევა არ მოხდეს. რაც მსგავსია სამყაროსა და მის შემადგენლობაში შემავალ ელემენთთა შორის თანამშრომლობისა. ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი მთლიანობაც ვერ შედგებოდა. საერთოდ კი ეს უნდა იცოდეს ადამიანმა, რომ ამ სამყაროში შემავალი თითოეული ელემენტის არსებობის პრინციპი განპირობებულია იმ ფუნქციონირებით, რომელსაც ის თავად ახორციელებს. ხოლო ფუნქციონირების მოტივი კი საერთოა ყველასათვის და მართალია თითოეული მათგანისათვის სათავისოდ განსაზღვრულია, მაგრამ მსგავსების პრინციპის საფუძველზეა დარეგულირებული. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირება მსგავსია დედამიწური გარემოს ფუნქციონირებისა. დედამიწური გარემო კი სამყაროს მთლიანობის შემადგენლობის ერთ-ერთი ნაწილთაგანია და ამიტომაც ცხადია, რომ მისი ფუნქციონირებაც სამყაროს ფუნქციონირების მსგავსი იქნება.
მაშასადამე მართებული იქნება ის, რომ სამყაროს ფუნქციონირების შესახებ დასკვნების გაკეთება მოხერხდეს ჩვენი ორგანიზმისა და დედამიწური გარემოს ფუნქციონირების მაგალითზე. ვინაიდან სამყარული კანონზომიერებანი განკარგავს ყოველივეს და ის კი საერთოა განურჩევლად ყველასათვის; როგორც ამას ბიბლიაც აცხადებს: „მზე, მთვარე და ვარსკვლავები, რომლებიც ანათებენ და სარგებლობისათვის არიან დადგენილნი – მორჩილები არიან“ (ეპისტოლე იერემიასი 1-59).
რადგანაც ჩვენთვის შესამეცნებლად ყველაზე მეტად ხელმისაწვდომი არის ჩვენივე ორგანიზმის ფუნქციონირება და შემდეგ კი დედამიწური გარემოსი. ამიტომ გავავლოთ პარალელები მათ შორის. ვინაიდან ადამიანი გონიერი არსებაა, ამიტომაც მისი საქმიანობა მთლიანად განპირობებული არის დასახული მიზნების აღსრულების მცდელობაზე. რაც ასე იმიტომ ხდება, რომ ორგანიზმიც სწორედ ასევე ფუნქციონირებს; რადგანაც იგი გონების გადაწყვეტილებებით განიგება. ხოლო რაც შეეხება აზროვნებას, იგი არის მაკავშირებელი ორგანიზმის მუშაობასა და ადამიანის საქმიანობას შორის.
რა განაპირობებს როგორც ორგანიზმის ფუნქციონირებას, ასევე ადამიანის საქმიანობას?! ცხადია გრძნობები! რადგან ყოველგვარ სურვილთა დამბადებელნი ისინი არიან. გრძნობები მრავალია, თუმცა ძირითადად ორ ჯგუფში არიან გაერთიანებულნი – სიყვარულისა ან სიძულვილისაში. რომელთაც მართავს: სიყვარულს – კეთილი, ხოლო სიძულვილს კი – ბოროტი ძალა. რაც შეეხება სიკეთესა და ბოროტებას, მათი განმსაზღვრელი კი არის სულისმიერი პროგრამა გონება და არა სხეულისმიერი პროგრამა აზროვნება; თანხმად კანონისა: „ადამიანი თავისი გონებით ღვთის რჯულს ექვემდებარება, ხოლო აზროვნებით კი – ცოდვის რჯულს“ (რომაელთა 7-25). ამიტომ იმისდა შესაბამისად თუ რომელი პროგრამის გააქტიურების უპირატესობით ცხოვრობს პიროვნება, განესაზღვრება სტატუსი საიმისოდ, ადამიანობის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს თუ არა.
ვინაიდან ადამიანობა ნიშნავს სულისა და სხეულის შერწყმით მიღებულ ერთმთლიანობას; ამიტომ ცხადია, რომ სულს თავისი მოთხოვნილებები გააჩნია და სხეულს კი – თავისი. ხოლო საიმისოდ, რომ მათი ერთიანობით შექმნილმა სიცოცხლემ იარსებოს, ორივეს მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება უნდა ხდებოდეს იმგვარად, რომ მათ შორის დაბალანსებული კრიტერიუმი არ დაირღვეს. რომელიც შემქმნელმა დაუდგინა შემდეგი თანაფარდობით: 70% – სულის წილი და 30% – სხეულის წილი. აი ეს თანაფარდობა არის იდეალური საიმისოდ, რომ ადამიანი იყოს კეთილი, ჯანმრთელი და მასში სიყვარულის ძალამ იფუნქციონიროს. მაგრამ ამ ბალანსის შენარჩუნება კი მოითხოვს იმ კანონების დაცვით ცხოვრების წესს, რომელიც ადამიანებს დაწესებული აქვთ შემქმნელის მიერ და რომელთა შესრულებაც არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს მათთვის. რადგანაც „მათ ბუნებას უთანაგრძნო შემოქმედმა, როცა ამ კანონებს უწესებდა“ (IV მაკაბელთა 5-25).
რაც შეეხება დედამიწურ გარემოსა და ამ სამყაროს, ცხადია ისინიც ასევე გონიერი არსებები არიან და ზუსტად ისეთივე პრინციპით განიგებიან, როგორადაც ადამიანის ორგანიზმი. რის შესახებაც იუწყება კიდეც ბიბლია: რომ „მზე, მთვარე და ვარსკვლავები მორჩილები არიან“ (იერემიას ეპისტოლე 1-59) და ადამიანურ გრძნობათა ცვლილებების მსგავსად „სტიქიებიც გარდაიქმნებიან ქნარის ხმებივით. რასაც შეატყობს კაცი, თუ საფუძვლიანად დაუკვირდება. რადგან რიტმს კი იცვლიან, მაგრამ თავად არასოდეს იცვლებიან. ამას შეატყობს კაცი, თუ საფუძვლიანად დააკვირდება საგნებს“ (სიბრძნე სოლომონისა 19-18). ყოველივე ამის მტკიცებულება კიდევ ის არის, რომ სამყაროცა და დედამიწური გარემოც მონაწილეობას იღებენ ჩვენი ბედისწერის ფაქტებად აღსრულებაში. რომელიც იმავე კანონმდებლობის შესაბამისად ხდება, რომელიც ამ სამყარული კანონზომიერებას წარმოადგენს და ცხადია ეს ვერანაირად მოხერხდება სამყარული გონის (იგივე სამყაროს პროგრამის) არსებობის გარეშე. რაც შეეხება კანონებს, მათი ჩვენი ცნობიერებისათვის შეცნობა სიტყვიერი ფორმით არის შესაძლებელი. ხოლო ორგანიზმი კი მას ენერგიული სახით შეიცნობს ისევე, როგორც თავად სამყარო. ამიტომაც ჩვენ სიტყვების გაგებას ენერგიის საშუალებით ვახერხებთ. ვინაიდან სიტყვა ხმის გარეშე არ არსებობს. ხოლო ხმა კი ენერგიის ტალღებია. რაც შეეხება სიკეთესა და ბოროტებას, ისინი კი ენერგიის ძალებია და ძალა კი ენერგიის თვისებაა.
მაშასადამე ადამიანი დაბადებით მოვლენილია 70% სულიერი თვისებებისა და 30% ხორციელი თვისებების გამააქტიურებელ არსებად და მას მიცემული აქვს თავისუფალი ნება იმისა, როგორც სურს იმ მხარის უპირატესი გააქტიურებით იცხოვროს. სწორედ ეს განუსაზღვრავს თითოეულ მათგანს იმას, თუ რა ბედი ერგება. ამასთანავე იმასაც, თუ როგორ პიროვნებად შეაფასებს მას სამყარული საზომი. რომელიც ჩვენთვის გასაგებად, ღმერთის ანუ გონების საზომს წარმოადგენს.
ყველასათვის ცნობილი ფაქტია ის, რომ ამქვეყნიური არსებობა ორივე მხარის გააქტიურებას საჭიროებს. მაგრამ რაც მეტად რთულია, ეს არის იმ ზომიერების დაცვა, რომლითაც არ უნდა დაირღვეს დაბადებით მონიჭებული თანაფარდობა. რისი შესრულებაც ჯერ ვერცერთმა ადამიანმა ვერ შესძლო. თუმცა დარღვევაც არის და დარღვევაც! რადგან 33% სულიერი და 66% ხორციელი მხარის გამააქტიურებლად ჩამოყალიბებით ხდება ის, რომ მკვეთრ ცვლილებას განიცდიან ადამიანური გრძნობები და გადაგვარდებიან იმგვარად, რომ მათ მფლობელ პიროვნებას სამყარო ანიჭებს 666-იან რიცხვის სტატუსს და ასეთ ადამიანებს უწოდებს მხეცის ნიშნის მქონეთ. მათთვის დამახასიათებელი კი ის არის, რომ აღმსრულებელნი ხდებიან კანონისა: „არ არსებობს მშვიდობა ბოროტეულთათვის“ (ესაია 48-22). ამიტომაც ისინი კაცის მკვლელები ხდებიან აშკარა ან ფარული სახით. აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მათ შეძენილი აქვთ ეშმაკური თვისებები და ძალუძთ ისეთი ნიღბების აფარება, რომლითაც ფართო საზოგადოებაც კი შეიძლება მოატყუონ და გარკვეული დროის მანძილზე სახელოვანი ადამიანის (გამოცხადება 13-16/18) სახით იცხოვრონ მათ შორის. სწორედ ასეთი პიროვნებები წარმოადგენენ საზოგადოებისათვის ბევრად უფრო დიდ საშიშროებას, ვიდრე ისინი, რომელნიც აშკარად ავლენენ თავიანთ თავს.
მოგეხსენებათ, რომ ამჟამად დედამიწის მოსახლეობა 8 მილიარდს აღწევს. რადგანაც ღმერთის გარდა არავის შეუძლია იმის განსაზღვრა თუ რა მდგომარეობასთან გვაქვს საქმე, ამიტომ გაცნობებთ მისი შეფასების შედეგს, რომელიც შემდეგია: დღეისდღეობით მეტად მრავალრიცხოვანია მხეცის ნიშნოსანთა არმია და შეადგენს მსოფლიო მოსახლეობის 2/3-ს (ზაქარია წინასწარმეტყველი 13-8,9). სწორედ ეს არის მიზეზი იმ გლობალური კატასტროფული მოვლენებისა, რაც დედამიწაზე ხდება. ვინაიდან გარემო იშორებს ფუნქციონირებაში ხელისშემშლელთ.
ვინაიდან და რადგანაც რაც დაწყებულია არ შეჩერდება მანამ, სანამ არ დასრულდება მთლიანი პროცესი; ამიტომ მთელი დედამიწის მოსახლეობა დიდი განსაცდელი წინაშე დგას. ვინაიდან ჯერ კიდევ არ არის მკვეთრად გამიჯნული ერთმანეთისაგან ღმერთის საზომის მიერ ადამიანებად და მხეცებად შეფასებული პიროვნებები. ცხადია გამიჯვნაში ტერიტორიულად გამოცალკავება არ არის ნაგულისხმები, რადგან სრული მასშტაბით ამის შესრულება ჯერ შეუძლებელია. არამედ იგულისხმება ენერგიული თვალსაზრისით გამიჯვნა. რამეთუ ღმერთს აქვს ასეთი დაცვა თავის რჩეულთა მიმართ: რომ თუკი ისინი შესძლებენ იმ ველის გამთლიანებას, რომელიც ჩადენილი ცოდვების გამო აქვთ დარღვეული, მაშინ მათთან მიახლოებას ვერ გაბედავს ვერცერთი ბოროტეული და არც იმ გარემოში მოხვდებიან, სადაც მხეცის ნიშნოსანთაგან განწმენდას ექნება ადგილი.
ჩემთვის ცნობილია ის, რომ „უფალია ჩვენი სიმართლით“ გადმოცემულ ცოდნის წამკითხელი და შემცნობი მხოლოდ ის კატეგორიაა, რომელთაც ადამიანობის სტატუსი აქვთ შენარჩუნებული. თუმცა უმეცრების დროებაში ხანგრძლივი პერიდის მანძილზე ცხოვრებამ თავისი დაღი დაასვა მათ მრწამსს. რის გამოც მოხდა და ხდებოდა ისე, რომ ცოდვას სჩადიოდნენ და ეგონათ, რომ მართლად იქცეოდნენ. სწორედ ამ სიტუაციის გამოსასწორებლად არის შექმნილი ცოდნა, რომელსაც მე გაწვდით. რამეთუ ის არა ადამიანური აზროვნების ნაყოფია, არამედ ღმერთის მიერ დაწესებული კანონების გაცხადებაა. ამიტომაც მხოლოდ მისი შეცნობის მეშვეობით არის შესაძლებელი შეუცნობ ცოდვათა მოძიება და მონანიება. რაც იმ აუცილებლობას წარმოადგენს, რის გარეშეც ვერ მოხდება იმ ველის გამთლიანება, რასაც ღმერთისმიერი დაცვა ჰქვია იმ დონეზე, ზემო ხსენებული გამიჯვნის განხორციელება რომ მოხდეს. ცხადია არავის შეშინება არ მსურს, მაგრამ თუკი სიმართლეს დროულად არ განვაცხადებ, ეს არსებულ სიტუაციას არ შეცვლის. ის კი იმაში მდგომარეობს, რომ ძალიან მცირე დრო არის დარჩენილი ქარიშხლისწინა განრიდების დასასრულებლად.